მედიცინა

ექიმის რჩევები

№11

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 24.03

ექიმის რჩევები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

კითხვა: ერთი თვეა, რაც ვიმშობიარე, ბავშვი ძუძუთი კვებაზე მყავს. მენსტრუაცია გამიგრძელდა, უკვე მეცხრე დღეა. მცირე რაოდენობითაა, მაგრამ თავს ცუდად ვგრძნობ, სუსტად ვარ და მიჭირს ფეხზე დიდხანს დგომა, თაბრუ მეხვევა. რა შეიძლება, იყოს ამის მიზეზი? ვაგინალური ექოც გაკეთებული მაქვს და ნაცხის ანალიზიც. ჰემოგლობინისაც – ყველაფერი ნორმალურადაა….

პასუხი: მიზეზი შესაძლებელია იყოს D3 ვიტამინის დეფიციტი, ამიტომ მიზანშეწონილია სისხლში მისი, ასევე, რკინისა და B12 ვიტამინის განსაზღვრა.

კითხვა: პაციენტს სკრინინგ-ცენტრში მამოგრაფიის შედეგად დაუდგინდა მარცხნივ ზედა ლატერალურ კვადრანტში ასიმეტრიული სიმკვრივის ფოკუსი, ჰეტეროგენული მკვრივი ACR-3. რამდენად საშიშია?

პასუხი: არ არის საშიში, მე-3 კატეგორია ნიშნავს, რომ წარმონაქმნი კეთილთვისებიანია და თქვენ მოგეცემათ რეკომენდაცია, რომ დინამიკაში ჩაიტაროთ კვლევა 6, 12 ან 24 თვის შემდეგ – ამას ექიმი გადაწყვეტს.

კითხვა: ჩემს ნათესავს დილაობით საწოლიდან ადგომისთანავე ეწყება ფეხის ტკივილი (უკვე თვეებია, აწუხებს). რომელი პროფილის ექიმს უნდა მიმართოს? გასათვალისწინებელია, აგრეთვე, რომ აქვს შაქრიანი დიაბეტიც.

პასუხი: რადგან არ აზუსტებთ ფეხის კონკრეტულ მიდამოს, ტკივილის ხასიათს და ასე შემდეგ, გირჩევთ ამ ჩივილის შესახებ საქმის კურსში ჩააყენოს, პირველ რიგში, მკურნალი ენდოკრინოლოგი და ის განსაზღვრავს, რომელი კონკრეტული სპეციალისტის კონსულტაცია ესაჭიროება.

კითხვა: უკვე 2 თვეა, მახველებს და მაქვს ნახველი, პერიოდულად ცხვირშიც ვიჭედები, სიცხეებიც მაქვს და თავის ტკივილებიც, ვსვამ ნუროფენს და ნიმესილს. ხველებისთვის კი რაღაც სიროფის მსგავსი წამალი მივიღე. ვსვამდი დღეში სამჯერ, მაგრამ შედეგი არ გამოიღო. უკვე არ ვიცი, რა წამალი დავლიო რომ მიშველოს?

პასუხი: გახანგრძლივებული ავადმყოფობის მიზეზის დასადგენად უნდა მიმართოთ ექიმს და ჩაიტაროთ გამოკვლევები. დაუშვებელია თვითმკურნალობის გაგრძელება. გირჩევთ, არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

მაია ნუცუბიძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა