მედიცინა

ექიმის რჩევები

№6

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 18.02

ოჯახის ექიმი
დაკოპირებულია

კითხვა: მაინტერესებს, ანტიდეპრესანტის დილაობით მიღების შემთხვევაში, შეიძლება თუ არა მაგნე ბ6-ის მიღება ძილის წინ?

პასუხი: შეგიძლიათ, მაგნე ბ6 მიიღოთ საღამოს, დაძინებამდე 2-3 საათით ადრე.

კითხვა: მაინტერესებს, ლაპაროსკოპიული ოპერაციის წინ თუ იპარსება შესაბამისი ადგილი, სადაც, ეგრეთ წოდებული, „ნახვრეტი“ კეთდება?

პასუხი: თქვენ არ უნდა გაიპარსოთ, თუკი ამის საჭიროება იქნება, საოპერაციო არეს ოპერაციის დღეს კლინიკაში მოამზადებენ.

კითხვა: ვარ 17 წლის, გოგო. ხშირად მაწუხებს მუცლის არეში ტკივილები. მოშარდვის დროს გვერდით, ან შარდის ბუშტი, ან თირკმელი ძალიან მტკივა. ზოგჯერ მიშლის კიდეც მოშარდვას და ძალიან მეწვის, თან მტკივა. ეს ტკივილი შემდგომ შეიძლება მთელი დღეც კი გაგრძელდეს. ვის მივმართო? ან რისი ბრალი შეიძლება, იყოს?

პასუხი: დიაგნოსტიკისთვის უროლოგს ან ნეფროლოგს უნდა მიმართოთ. შესაძლოა, მიზეზი საშარდე სისტემის კენჭოვანი დაავადებაა.

კითხვა: 9 წლის ბავშვს ბრტყელი ტერფისკენ აქვს მიდრეკილება. მაინტერესებს, თუ დაიწყებს ორთოპედიული სუპინატორის მოხმარებას, ექნება რაიმე შედეგი?

პასუხი: როდესაც ამის საჭიროება არის, ღაბაში ინდივიდუალურად უნდა დამზადდეს, ამიტომ ბავშვი უნდა მიიყვანოთ ორთოპედთან ან პოდიატრთან (ტერფის სპეციალისტი). ტერფის დათვალიერების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, ჩატარდება ტერფის კომპიუტერული კვლევა, რაც სწორი დიაგნოზის დასმის საშუალებაა. მიღებული სურათიდან გამომდინარე, გაირკვევა, რა სახის ჩარევაა საჭირო.

კითხვა: მაქვს ნარჩენი შარდის პრობლემა. მაინტერესებს, დამატებით რომელი გამოკვლევებია საჭირო ზუსტი მიზეზის დასადგენად? ვარ გოგონა.

პასუხი: ნარჩენი შარდი ყოველთვის არის. უნდა ვიცოდეთ, რა რაოდენობითაა თქვენს შემთხვევაში. ზოგადად, ეს შესაძლოა, დაკავშირებული იყოს შარდსადინარის ან საშოს კედლების ტონუსთან. თუ გაქვთ რაიმე ჩივილი, სასურველია, ჩატარდეს შარდის ნალექის ბაქტერიოსკოპია და ასევე, შარდის ბაქტერიოლოგია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული