მედიცინა

ექიმის რჩევები

№5

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 11.02

ექიმის რჩევები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

კითხვა: შესაძლებელია, რომ ადამიანი არ იყოს და მერე გახდეს ალერგიული პომიდორზე, ვაშლზე, კარტოფილზე, კვერცხის გულზე, ყველაფერზე ერთად? რა შემთხვევაში ხდება ასე?

პასუხი: დიახ, შეიძლება. დიდი ალბათობით, მიზეზი კუჭ-ნაწლავის პათოლოგიაა.

კითხვა: ჩემს 11 წლის ძმას ორი თვის წინ ყოველდღე სტკიოდა თავი, ზოგჯერ ამის გამო სკოლიდანაც კი მოგვყავდა. სამი კვირის წინ კი ყური ასტკივდა, ჯერ – ერთი, შემდეგ – მეორე. გამაყუჩებელს ვასმევდით (ნიმესილს), ზოგჯერ კი ნუროფენს. 2 კვირის წინ კი ერთდროულად ორივე ყური ასტკივდა, ამასთან ერთად, ჩირქიც სდიოდა. შუა ყურის ანთება გვეგონა. ჩირქი, დაახლოებით, 2 კვირაა, ორივე ყურიდან გადმოსდის (ოჯახის ექიმს არ შეატყობინეს) მაინტერესებს ვის უნდა მივმართოთ?

პასუხი: ბავშვი სასწრაფოდ მიიყვანეთ, პირველ რიგში, ყელ-ყურ-ცხვირის ექიმთან! არავითარ შემთვევაში არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი! ამ მდგომარეობის არარადეკვატური და დაგვიანებული მკურნალობა საკმაოდ საშიში გართულების მიზეზი გახდება.

კითხვა: ტუჩის კუთხეში მხოლოდ მარჯვენა მხარეს წელიწადში ერთხელ სკდება, თითქოს ჭამს და ღრღნის. რა შეიძლება იყოს?

პასუხი: ტუჩის კუთხეებში ნახეთქები – ანგულარული სტომატიტია. ის ვიტამინებისა და რკინის დეფიციტის შედეგია, დიაგნოზის დაზუსტებისთვის და კვალიფიციური რჩევების მისაღებად ეჩვენეთ დერმატოლოგს, ოღონდ გამწვავების პერიოდში.

კითხვა: ბოლო დროს სხეულის ზედა ნაწილზე, ძირითადად, ღამით, მუცელზე, ხან ზურგზეც, მაქვს ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება. რას უნდა ნიშნავდეს?

პასუხი: ცრუ შეგრძნება, რომელიც გარეგანი გაღიზიანებით არ არის განპირობებული, არის ტაქტილური ჰალუცინაცია და აქვს ფსიქოგენური ხასიათი. არ არის გამორიცხული მიზეზი ორგანული პათოლოგია ან ინტოქსიკაცია იყოს. დიფერენცირება დისტანციურად ვერ მოხდება, ასეთი ჩივილის შემთხვევაში უნდა მიმართოთ ნევროლოგს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული