მედიცინა

ექიმის რჩევები

№4

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 04.02

ოჯახის ექიმი
დაკოპირებულია

კითხვა: ვარ 28 წლის. ტრავმული კატარაქტის გამო თვალზე ოპერაცია გავიკეთე. 2 კვირაა გასული და ჯერ ისევ ამღვრეულად ვხედავ თითქოსდა გაორება მაქვს. მაინტერესებს, ჯერ ასე უნდა ვხედავდე თუ ნელ-ნელა დაიწმინდება?

პასუხი: მხედველობის სიმკვეთრის სრული აღდგენა შესაძლოა 4 კვირამდე გაგრძელდეს, თუმცა კატარაქტის ოპერაციიდან 2 კვირის შემდეგ საკონტროლო გასინჯვა აუცილებელია, უნდა ეჩვენოთ თქვენს ექიმს.

კითხვა: მაინტერესებს, რამდენად საშიშია აზოტის მომატება შარდში და შეიძლება თუ არა ამან ფატალური შედეგი გამოიწვიოს?

პასუხი: აზოტის მეტაბოლიზმის დარღვევის ერთ-ერთი ინდიკატორი შარდოვანას განსაზღვრაა. შარდოვანა არის ცილის მეტაბოლიზმის საბოლოო პროდუქტი, რომლის კონცენტრაცია იზრდება ცილის ჰიპერკატაბოლიზმის (გაძლიერებული დაშლა) დროს. ასეთი მდგომარეობებია: ცილოვანი საკვების გაზრდილი მიღება, თირკმლის ფუნქციის დარღვევა, ონკოლოგიური პათოლოგიები, სტრესი, დამწვრობა, გახანგრძლივებული ცხელება, ჰიპერთირეოზი... რა თქმა უნდა, საყურადღებო მდგომარეობაა, რაც მიზეზის დროულ დადგენასა და აღმოფხვრას საჭიროებს. პროგნოზი მიზეზზეა დამოკიდებული.

კითხვა: ჩემი მეგობარი 40 წლისაა. ბოლო ერთი თვეა მანქანით მოკლე მანძილზე მგზავრობისასაც კი ცუდად გრძნობს თავს. აქამდე მსგავსი რამე არ ჰქონია. რა შეიძლება, იყოს მიზეზი?

პასუხი: თუ ტრანსპორტის აუტანლობას – კინეტოზს გულისხმობთ, მის აღმოცენებაში წამყვან როლს ვესტიბულური აპარატის რეცეპტორები ასრულებს. ეს რეცეპტორები რეაგირებს სხეულის მდებარეობისა და მოძრაობის ცვლილებასა და აჩქარებაზე – ვესტიბულური აპარატიდან და მხედველობის ორგანოდან ცენტრალურ ნერვულ სისტემაში (ტვინში) გადაცემულ ინფორმაციებს შორის კონფლიქტია. ზოგჯერ ყოველგვარი ტრანსპორტით მგზავრობა პრობლემაა მათთვის, ვისაც სანაღვლე გზების დისკინეზია აქვს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული