მედიცინა

ექიმის რჩევები

№3

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 28.01

ოჯახის ექიმი
დაკოპირებულია

კითხვა: ჩუსტებით ან ფეხშიშველი რომ გავივლი, თითებისა და ტერფის ქვედა მხარე ძალიან მტკივდება. რისი ბრალია?

პასუხი: მიზეზის დასადგენად თქვენ, პირველ რიგში, უნდა მიმართოთ ტერფის სპეციალისტს – ორთოპედ პოდიატრისტს, შესაძლოა, მიზეზი ტერფის სტრუქტურული ცვლილებები იყოს.

კითხვა: კანის ჰიდრატაცია წყლის მიღების გარდა, სხვა რამითაც არის შესაძლებელი?

პასუხი: დიახ, არის კოსმეტოლოგიური/კანის მოვლის საშუალებები, რომელიც კანს ატენიანებს.

კითხვა: საღამოობით ხშირად მაქვს გულისცემის ამოვარდნის შეგრძნება. ეს არითმიაა?

პასუხი: პულსის თვლისას, ეგრეთ წოდებული, „გამოვარდნის“ შეგრძნება ექსტრასისტოლური არითმიის გამოვლენაა. ექსტრასისტოლიას მრავალი მიზეზი აქვს. როგორც პათოლოგიური – კარდიული (გულთან დაკავშირებული), ისე არაკარდიულიც (გულთან დაუკავშირებელი და არაპათოლოგიურიც – თუნდაც ემოციის გავლენით, დიეტაზე ყოფნის, ზედმეტი ვარჯიშის გამო. არითმიის ტიპისა და მიზეზის დასადგენად კარდიოლოგის/რითმოლოგის კონსულტაციაა საჭირო.

კითხვა: თავზე ტრავმის გამო ორი წლის ბავშვს გადავუღეთ კატე. არაფერი სერიოზული არ აღმოაჩნდა. ამის მერე სულ ვკითხულობ ამ კვლევაზე რაღაცებს: ყველგან წერია, რომ კატეს გადაღება სიმსივნეს იწვევს და ბავშვებისთვის არ არის მიზანშეწონილი. არადა, იმ რაღაც მრგვალ მოწყობილობაში ორჯერ შეაცურეს. რატომ აკეთებენ ამ კვლევას თუ ის ბავშვებში სიმსივნის რისკს ზრდის? რა გავაკეთო, რამდენ ხანში ჩავუტარო რაიმე კვლევა? ძალიან ვნერვიულობ.

პასუხი: ბავშვს გამოკვლევა ჩაუტარდებოდა ასაკის გათვალისწინებით ნებადართული პარამეტრების გამოყენებით და საშიში არაფერია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული