მედიცინა

ექიმის რჩევები

№48

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 10.12, 2023 წელი

ექიმის კონსულტაცია
სხვადასხვა საკითხზე
დაკოპირებულია

კითხვა: არსებობს თუ არა დროფმილის ანალოგი და რომელია (ვიყენებ კონტაქტურ ლინზას)?

პასუხი: ზუსტად იგივე შემადგენლობის ანალოგი, სავარაუდოდ, არ არის, თუმცა არის თვალის წვეთები აფომილის სახელით, რომელიც შეიცავს მოცვის, გინგკო ბილობას, გვირილის ექსტრაქტებს. ის გარდა მხედველობის გაუმჯობესების, ქსოვილების რეგენერაციისა და ანტიბაქტერიული, ალერგიის, ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი მოქმედებისაა, ასევე გამოიყენება კომპიუტერულ-მხედველობით სინდრომის დროსაც.

კითხვა: კბილის ამოღების დროს ყველა ექიმი სინჯზე არ აგზავნის. თუ საშიშია, რატომ აკეთებენ სინჯის გარეშე?

პასუხი: სავარაუდოდ, თქვენ ცოტა ხნის წინ გაიკეთეთ კბილების ექსტრაქცია, რაზეც ექიმი ინფორმირებულია და როგორც ჩანს, იმავე ჯგუფის ანესთეტიკის გამოყენებას აპირებს. სწორედ ამიტომ არ გაგზავნით ლაბორატორიაში ალერგიის დიაგნოსტიკაზე.

კითხვა: 41 წლის ქალს ენა აქვს გათეთრებული. რას შეიძლება, გამოეწვია ასეთი სითეთრე?

პასუხი: ენაზე თეთრი ნადები შესაძლოა, პირის ღრუს პათოლოგიების, საჭმლის მონელების პროცესის დარღვევის მანიშნებელი იყოს. თუ პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა, რაც ენის გაწმენდასაც გულისხმობს, საკმარისი არ არის, მაშინ კვლევის საწყის ეტაპზე დიფერენცირებისთვის თერაპევტს მიმართეთ, რადგან დიაგნოსტიკისთვის, გარდა ამ ნიშნებისა, ჩივილთან დაკავშირებული ბევრი სხვა ინფორმაციის შეგროვებაა საჭირო.

კითხვა: თვალის წნევა მაღალი ან დაბალია თუ მხოლოდ, ზოგადად, წნევაა?

პასუხი: თვალშიგა წნევას სხვაგვარად ოფთალმოტონუსს უწოდებენ. მას ქმნის თვალის კაკლის შიგთავსი გარეთა ფიბროზულ გარსზე. თვალშიგა წნევის სიდიდე განისაზღვრება თვალის გარეთა ფიბროზული გარსის რიგიდულობით (რომელიც შეიძლება, სტაბილურ სიდიდედ მივიჩნიოთ) და თვალის კაკლის შიგთავსის მოცულობით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული