მედიცინა

ექიმის რჩევები

№47

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 03.12, 2023 წელი

ექიმის რჩევები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

კითხვა: დიდი ხანია ასეთი პრობლემა მაწუხებს: როცა ვწევარ, ფეხების უნებლიე კანკალი/გამოძრავება მემართება, იქნებ დეტალურად ამიხსნათ რა იწვევს ამ პრობლემას და როგორ შეიძლება მისი გამოსწორება?

პასუხი: თუ უეცარ კუნთოვან შეკუმშვებს გულისხმობთ, რომლებიც მხოლოდ ჩაძინების ფაზაში აღმოცენდება, მოიცავს კიდურებს, ზოგჯერ კი სხეულსა და თავსაც და უნებლიე მოძრაობით არის თანხლებული, ფიზიოლოგიურია და მათ ჩაძინების შეკრთომები ეწოდება. მიოკლონიები ძლიერდება ემოციური რეაქციების დროს – გადაღლის, სტრესის, ალკოჰოლის მიღების და სხვა. იმ შემთხვევაში, თუ კრთომები შემაწუხებელია, რეალური მიზეზის დასადგენად უნდა მიმართოთ ნევროპათოლოგს.

კითხვა: მაქვს ცხიმიანი კანი და ცხიმიანი თმა და ყოველდღე მიწევს თავის შამპუნით დაბანა. ვიცი, რომ შამპუნი ყოველდღე არ შეიძლება, თმისთვის საზიანოა. იქნებ მირჩიოთ, როგორ მოვიქცე?

პასუხი: ხშირი დაბანა არ ამცირებს ცხიმიანობას. რეკომენდებულია თავის დაიბანა საშუალოდ 2-3 დღეში ერთხელ, ხოლო ყოველდღიური დაბანის საჭიროების შემთხვევაში უნდა გამოიყენოთ ყოველდღიური გამოყენების, სპეციალიზებული პროდუქტები/შამპუნი, რომლებიც ამცირებენ ცხიმოვანი ჯირკვლების აქტივობას. არ დაიბანოთ თმა ცხელი წყლით – ეს ასტიმულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას და თავის თმიანი ნაწილის კანს უფრო ცხიმიანს ხდის. უმჯობესია თმა ჩამოიბანოთ გრილი წყლით.

კითხვა: ჩემი შვილი 10 თვის გახდა. ღამე ძალიან ცუდად სძინავს, პატარა ხმაზეც კი ეღვიძება და მერე 2 საათი ვეღარ იძინებს. მითხრეს, საღამოს პიტნის ჩაი მიეციო. მაინტერესებს, შეიძლება თუ არა პიტნის ჩაის მიცემა ასეთი პატარა ასაკის ბავშვისთვის?

პასუხი: პიტნის ჩაის მიცემა ამ ასაკში არ არის რეკომენდებული. ბავშვს უნდა მისცეთ სპეციალური საბავშვო ჩაი, რომლის ფხვნილებიც აფთიაქებში იყიდება. ზოგადად კი, უნდა გაირკვეს ბავშვის წუხილის რეალური მიზეზი. ძილში ჭირვეულობას რამდენიმე მიზეზი შეიძლება ჰქონდეს: შიმშილი, წყურვილი, სველი პამპერსი, ოთახში ჩახუთული და ზედმეტად თბილი ჰაერი, ნაწლავებში აირების დაგროვება, რაქიტი (ამ შემთხვევაში ოფლიანობაცაა დამახასიათებელი), სტრესი (ოჯახში ჩხუბი) და სხვა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული