მედიცინა

ექიმის რჩევები

№46

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 26.11, 2023 წელი

ექიმის რჩევები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

კითხვა: მაინტერესებს, ღვიძლის 6-სანტიმეტრიანი ჰემანგიომის ოპერაციულად მოცილებისას ღვიძლის რაღაც ნაწილსაც აცილებენ? და თუ ოპერაცია არ გავიკეთე, მაგალითად, ფეხმძიმობის გამო, თუ არის შანსი, რომ გაიზარდოს?

პასუხი: ოპერაციის შემთხვევაში ხდება ღვიძლის შესაბამისი რაღაც ნაწილის რეზექცია ან ჰემანგიომის ენუკლეაცია. გადაწყვეტილებას იღებს ქირურგი კონკრეტული შემთხვევის გათვალისწინებით. ღვიძლის ჰემანგიომა არ არის ორსულობის აბსოლუტური უკუჩვენება, თუმცა ორსულობის დროს ჰემანგიომის გაზრდის შანსი არის. ორსულობის დაგეგმვამდე ჰეპატოლოგმა ან ქირურგმა და გინეკოლოგმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება.

კითხვა: მაინტერესებს, ჰორმონალური ბალანსის დასამყარებლად შეიძლება თუ არა პრეპარატ Miofolic-ის მიღება და რამდენად შეუწყობს ხელს დაორსულებას?

პასუხი: მიოფოლიკი ქალებში ნამდვილად აუმჯობესებს ფერტილობას, მაგრამ ყველა ტიპის უნაყოფობის პრობლემის გადამჭრელი ვერ იქნება, ამიტომ შვილოსნობასთან დაკავშირებული პრობლემის დროს მიზეზი აუცილებლად უნდა იყოს გარკვეული, რისთვისაც საჭიროა რეპროდუქტოლოგთან ვიზიტი.

კითხვა: ვარ 77 წლის. ცალ თვალში მაქვს უმიზეზო ცრემლდენა, ალბათ, ცრემლგამტარი მილია დახშული. მკურნალობა მედიკამენტებით ხდება თუ ქირურგიული ჩარევით?

პასუხი: დიაგნოსტიკისთვის აუცილებელია ვიზიტი თვალის ექიმთან, რადგან ცრემლდენა შეიძლება უკავშირდებოდეს როგორც საცრემლე გზების შევიწროებას, ისე საცრემლე აპარატის შეძენილ ან თანდაყოლილ პათოლოგიებს. მკურნალობა შესაძლებელია როგორც ქირურგიული, ისე არაქირურგიული მეთოდით.

კითხვა: რამდენიმე თვეა, ფეხის ფრჩხილზე, ზედა მხარეს, გამიჩნდა სიყვითლე, მაინტერესებს, რისი ბრალი შეიძლება იყოს და როგორ ვიმკურნალო?

პასუხი: ფრჩხილის სიყვითლის ერთ-ერთი მიზეზია ფრჩხილის ლაქის ხშირი გამოყენება, ის ხელს უშლის ფრჩხილში ჰაერის შეღწევას, ამიტომაც ნებისმიერი ფერის ლაქი ფრჩხილს ყვითელ შეფერილობას აძლევს. ფრჩხილები ყოველდღე გაიწმინდეთ ლიმონის წვენით, თუ შედეგს ვერ მიიღებთ, საჭიროა, მიმართოთ დერმატოლოგს დიაგნოზის დაზუსტებისა და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნის მიზნით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული