მედიცინა

ექიმის რჩევები

№44

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 12.11

ოჯახის ექიმი
დაკოპირებულია

კითხვა: 11 წლის გოგონას უზმოდ შაქარი 118 აქვს. კვების შემდეგ 2 საათში – 110-130. რამდენიმეჯერ გადავუმოწმეთ. სხვა სიმპტომები არაფერი არ აქვს. პედიატრმა გარდატეხის ასაკია და საშიში არაფერიაო. თუმცა, მაინც ვნერვიულობ, ვის მივმართო და რამდენად საგანგაშოა?

პასუხი: მიმართეთ ბავშვთა ენდოკრინოლოგს. შაქრიანი დიაბეტის დიაგნოსტიკისთვის ლაბორატორიულად უნდა განისაზღვროს ვენური პლაზმის გლუკოზა უზმოდ (უზმო გულისხმობს ბოლო კვებიდან არანაკლებ 8 საათი უნდა იყოს გასული) და გლუკოზით დატვირთვიდან 2 საათში. შესაძლოა, გაკეთდეს გლიკოზირებული ჰემოგლობინის ტესტი/ HbA1c. ეს არის ტესტი, რომელიც გვაჩვენებს გლუკოზის დონეს წინა 3 თვის განმავლობაში.

კითხვა: მაქვს ხელის პატარა თითების ტკივილი (სახსრებში), ასევე, კისრის – თავის დახრის დროს, მენჯის. ხშირად მაქვს მუხლის ამოვარდნა, მტკივა კოჭი. ვისი პაციენტი ვარ?

პასუხი: კვლევის საწყის ეტაპზე რევმატოლოგს მიმართეთ.

კითხვა: სითბოზე, სიცივეზე, წვრილი წარწერების წაკითხვისას თვალებზე უცნაური რამ მემართება. თითქოს გამომშრალ-გამოფიტული მაქვს, ქვედა ქუთუთო შიგნიდან წითლდება და თვალის კაკლები მოძრაობისას მტკივა, ლიბრივით მეკვრება, მკვეთრ შუქზე ტკივილის შეგრძნება მემართება. მეორე დღეს კი თითქოს მეძინება და თვალები თავისით მეხუჭება, არადა, კარგად ვარ გამოძინებული, რა შეიძლება იყოს?

პასუხი: ჩივილი შესაძლოა, თვალის გადაღლას/ასთენოპათიას უკავშირდებოდეს, მაგრამ თვალის არც სხვა დაავადებებია გამორიცხული. მხოლოდ ოფთალმოლოგიურფი კვლევით შეიძლება ზუსტი დიაგნოზის გაგება, რაზეც დამოკიდებულია შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა.

კითხვა: იღლიაში მქონდა პაპილომა. გაპარსვის დროს გამიწითლდა და იოდი წავისვი. მეორე დილას საერთოდ გამქრალი იყო. ახლა არც სიწითლეა და არც არაფერი. საშიშია რამე? ძალიან ვნერვიულობ.

პასუხი: თუ ადგილობრივად კანის გაღიზიანება ან რაიმე სახის ცვლილება არ შეინიშნება (კანის ფერის ცვლილება, დაწყლულება...), მაშინ საშიში არაფერია, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მიმართეთ დერმატოლოგს ან დერმატოლოგ-ონკოლოგს.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

მაია ნუცუბიძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

27 ნოემბერი- 3 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი