ექიმი, რომელზეც ლეგენდები დადის – ნიკოლოზ თაბუნიძე ოქროს ხელებით
ავტორი: „თბილისელები“ 12:04 07.03, 2024 წელი
თაბუნიძეების საგვარეულო მეთოდით მკურნალობას რამდენიმესაუკუნოვანი ისტორია აქვს და წლების განმავლობაში მადლიერი პაციენტების არმია უფრო და უფრო იზრდება. ამ ტრადიციის გამგრძელებელია ნიკოლოზ თაბუნიძეც, რომელმაც უამრავი ადამიანის ცხოვრება შეცვალა უკეთესობისკენ, მადლიერი პაციენტები კი საკუთარი გამოცდილების გაზიარებით არასდროს იღლებიან. ნიკოლოზ თაბუნიძის წამლები სამი სახისაა: დასალევი სითხე, წასასმელი სითხე და წასასმელი მალამოები, რომლის მეშვეობითაც ძვალსახსროვანი დაავადებების მორჩენა უმოკლეს დროში, ოპერაციის გარეშეა შესაძლებელი.
– ბატონო ნიკოლოზ, თქვენზე უამრავი მადლიერი პაციენტისგან მსმენია. თქვენ ოპერაციის გარეშე მკურნალობთ ხერხემლისა და სახსრების დაავადებებს. თქვენ უკვე დაიმსახურეთ ხალხის დიდი სიყვარული, იმედი ჩაუსახეთ მათ. ნუთუ ეს ყველაფერი მხოლოდ წინაპრების შემონახული რეცეპტებით დამზადებული წამლების დამსახურებაა? ძირითადად, რა მეთოდებით მკურნალობთ?
– მკურნალობის ჩვენი მეთოდი დაფუძნებულია საგვარეულო მალამოზე და დასალევ ნაყენზე, რომელიც რამდენიმე ათეული ბალახისგან მზადდება და არაერთ საუკუნეს ითვლის. ის სრულიად მცენარეულია, არანაირი ქიმიკატების შემცველობით. გამორიცხავს ყველანაირ უკუჩვენებას და ალერგიულ რეაქციებს. მე გახლავართ ექიმი ტრავმატოლოგი ნიკოლოზ თაბუნიძე და ვატარებ ფიტოთერაპიას, საჭიროების შემთხვევაში ვიყენებ თანამედროვე მედიცინას, მანუალურ თერაპიასა და სამკურნალო ვარჯიშებს. ჩემი ძირძველი გვარის წარმომადგენლები ავადმყოფებს საუკუნეების წინათაც მკურნალობდნენ. მაშინ არ იყო ლანცეტი, ფარმაკოქიმია და ჰორმონალური პრეპარატებით მკურნალობა, ძველი ქართველი დასტაქრები ხალხს სულ მცენარეული წამლებით არჩენდნენ და უმსუბუქებდნენ ტკივილს. უკვე მრავალი წელია, ამ საქმეს ვემსახურები. უამრავი ნაოპერაციები, უიმედო, მართლაც იმედგადაწურული ადამიანი მოდის ჩემთან. ვმკურნალობ ისე და იმ მეთოდებით, როგორც უწინ მამაჩემი და ჩემი წინაპრები მკურნალობდნენ. რადგან დაავადებები არ შეცვლილა, მკურნალობაც იგივეა. ჩვენი წინაპრები კი ხერხემალზე ოპერაციას არ აკეთებდნენ. ჩემთან მოსულ პაციენტსაც არ სჭირდება ოპერაცია. მადლიერი პაციენტების უამრავი ჩანაწერი მაქვს.
– ბატონო ნიკოლოზ, თქვენთან უამრავი პაციენტი მოდის, მეტრო სამედიცინოსთან, ტაშკენტის ქუჩა 27 და წყნეთის ქუჩა 3 – საკმაოდ ცნობილი მისამართებია. რამდენად რთული მდგომარეობით მოდიან და ძირითადად, რა არის ამ დაავადებების მიზეზი?
– თანამედროვე ადამიანები დროის უმეტეს ნაწილს კომპიუტერთან ატარებენ, უმოძრაობა და საათობით ერთ ადგილას ჯდომა კი დიდ დატვირთვას ახდენს ჩვენს საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაზე. ამას ემატება არასრულფასოვანი კვება, მინერალების ნაკლებობა. სწორედ ამიტომ, უამრავ ადამიანს აწუხებს ხერხემალი და სახსრები. რადიკულიტი, მარილების დაგროვება, ნერვის ანთება – ეს ის დაავადებებია, რომლებსაც ოცდამეერთე საუკუნეში ლამის ყოველ ნაბიჯზე ვხვდებით. მე ხერხემლის დაავადებებს ჩემი საგვარეულო მეთოდით, ოპერაციის გარეშე ვმკურნალობ და უამრავი მადლიერი პაციენტი მყავს.
– რაში მდგომარეობს თქვენი მალამოების უნიკალურობა?
– ჩვენი სამკურნალწამლო საშუალებები 90-95 პროცენტით ბალახოვანი მცენარეებისგანაა დამზადებული, თუმცა, ნაწილობრივ სამკურნალო ქანებსაც შეიცავს. ამ ყველაფერს ემატება ირმის რქა და სხვა ცხოველური კომპონენტები. წარმატებით ვმკურნალობ: ოსტეოქონდროზს, მარილების დაგროვებას, წელის, გულ-მკერდის, კისრისა და დისკოგენურ რადიკულიტს. ასევე, მკურნალობას ექვემდებარება ყველანაირი ნერვის ანთება, ასევე იკურნება ინფექციური და რევმატული ართრიტი და ართროზები, იშიაზი, სკოლიოზი. მკურნალობას კომპლექსური და კომბინირებული მეთოდით ვატარებ: წამლის შინაგანი მიღებით ორგანიზმი მდიდრდება და მარაგდება ბუნებრივი მინერალებით, ცილებით, ცხიმებით, ნახშირწყლებით. ჩემი წამლები სამი სახისაა: დასალევი სითხე, წასასმელი სითხე და ასევე წასასმელი მალამოები. ყველა წამალი სერტიფიცირებული და ლიცენზირებულია. ოპერაციის გარეშე ვმკურნალობ დისკოზს, პროლაპსს, პროტრუზიას, დისკოპათიას.
– რა განსაკუთრებული შედეგები გქონიათ ამ წლების განმავლობაში, რამაც თქვენც გაგაკვირვათ?
– უამრავი წარმატებული შემთხვევა მქონდა – როცა კლასიკური მედიცინა უძლური იყო, არ ექვემდებარებოდა მკურნალობასა და ოპერაციას. ვუმკურნალე ყოფილ სოფლის მეურნეობის მინისტრს ზაურ ფუტკარაძეს, კისრის მალებზე ჰქონდა რამდენიმე თიაქარი. 6 თვის განმავლობაში თბილისში გაიარა მკურნალობა და შემდეგ 2 თვე ჩინეთში მკურნალობდა ჩინური ნემსებით. მდგომარეობა უფრო გაურთულდა, ტკივილები გადაუვიდა ხელზე, ხელი დაუწვრილდა და აუტანელი ტკივილები ტანჯავდა. მე ბატონი ზაური 3 კურსით მოვარჩინე, ანუ 2 თვეში.
ერთი ქალბატონი მკურნალობდა ჩემთან, რომელსაც 16 მილიმეტრი სეკვესტრირებული თიაქარი ჰქონდა, საშინელი და აუტანელი ტკივილები ტანჯავდა, 45-დღიანი მკურნალობის შედეგად ეს პროცესი დავამარცხეთ.
ასეთ პროცესზე და ამ დროში ეს ძალიან დიდი შედეგია. კიდევ უამრავი ასეთი შემთხვევა შემიძლია, გავიხსენო.
– თქვენს პაციენტებს შორის არიან სპორტსმენები, რომლებიც კარიერულ პაუზებს გადაარჩინეთ, რა შეგრძნებაა, როცა ადამიანის ცხოვრების შეცვლა შეგიძლიათ?
– ძალიან დიდი სიხარულია, როცა ხედავ, რომ შეგიძლია, შენც იმ დიდი გამარჯვების მონაწილე გახდე, რომელსაც შენი მორჩენილი სპორტსმენი-პაციენტი აღწევს. დიდი ტრავმებით ძალიან ბევრი სპორტსმენი მყავს მორჩენილი, რომლებიც შემდეგ მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ. რამდენიმეს დასახელება შემიძლია. ჩოგბურთელი ნიკა ბასილაშვილი, რომელმაც თავისი მოქმედი ჩოგანი ავტოგრაფით მაჩუქა, რამაც ძალიან გამახარა და დიდი სიფრთხილით ვინახავ. კობა ტყეშელაშვილი – mmi ფედერაციის პრეზიდენტი, მუხლზე ჰქონდა გონართროზი, წელისა და კისრის მალებზე – თიაქარი. გიორგი ქართველიშვილი – მოქმედი სპორტსმენი. ძალიან ბევრი ცნობილი სპორტსმენის სახელი შემიძლია გითხრათ, რომლებიც მოვარჩინე.
მობრძანდით კონსულტაციაზე, რომ შევძლო თქვენი დახმარება! კონსულტაცია უფასოა, რადგან ეს ხალხისთვის დიდი შეღავათია. უახლოეს მომავალში გორშიც გვექნება მიღება.
მიღება ყოველდღე 12-იდან 9 საათამდე, ჩასაწერად დაგვიკავშირდით წინასწარ. ჩვენი ახალი ტელეფონის ნომრებია: 599-22-11-66, 568-03-11-03.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან