მედიცინა

დაირეგულირეთ ქოლესტერინის დონე და მოიწესრიგეთ ნივთიერებათა ცვლა

№29

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 30.07

ქოლესტერინი
დაკოპირებულია

ძველი ბერძნები ზეითუნის ზეთს „თხევად ოქროდ“ მოიხსენიებდნენ. მას ორგანიზმისთვის უდიდესი სარგებლის მოტანა შეუძლია. პროდუქტს უჩვეულო სამკურნალო თვისება აქვს და მისი მიღება უზმოზეა რეკომენდებული.

უზმოზე ზეითუნის ზეთის მიღება:

👉 ეხმარება ორგანიზმს სისხლში ქოლესტერინის დონის დარეგულირებაში, წმენდს სისხლძარღვებსა და არტერიას;

👉 ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას;

👉 აქვეითებს მადას;

👉 აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას;

👉 გათავისუფლდებით ზედმეტი კილოგრამებისგან;

👉 კურნავს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში არსებულ წყლულებს;

👉 ეხმარება ღვიძლს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნაში;

👉 ნატურალური ზეთით მკურნალობა დადებითად აისახება კანზეც.

ჩვენი ორგანიზმი ყველაზე უკეთ სწორედ დილით ითავისებს ყველა ღირებულ ნივთიერებას და ამიტომაცაა განსაკუთრებულად სასარგებლო მისი უზმოზე მიღება.

შედეგად ხდება:

👉არტერიული წნევის ნორმალიზება;

👉ადამიანის ფსიქოემოციური მდგომარეობის დასტაბილურება;

👉 იმუნიტეტის ამაღლება.

ორგანიზმის შლაკებისა და ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლებისთვის საკმარისია, დილით უზმოზე მიიღოთ 15 მილილიტრი ზეითუნის ზეთი. მანამდე წყალიც არ უნდა დალიოთ. პროცედურიდან ნახევარი საათის შემდეგ შეგიძლიათ, ისაუზმოთ.

გაითვალისწინეთ, მიიღეთ, მაქსიმუმ, 1 სადილის კოვზი ზეთი. რეკომენდებული დოზის გადაჭარბება არ შეიძლება. რადგან, სხვა შემთხვევაში ნაწლავების მსუბუქად და კომფორტულად გაწმენდის ნაცვლად ძლიერ დიარეას მიიღებთ. თუ დამწყები ხართ, პირველი ორი კვირა 1 ჩაის კოვზის ზეთის მიღებაც საკმარისია.

რა შემთხვევებში არ შეიძლება ზეითუნის ზეთის მიღება უზმოზე

უზმოზე 1 ჩაის კოვზ ზეითუნის ზეთს ნაღვლის ბუშტში კენჭების დაძვრა შეუძლია. ასეთ შემთხვევაში ადამიანს ქირურგიული ჩარევა ემუქრება. სწორედ ამიტომ, მკურნალობის დაწყებამდე კონსულტაცია სპეციალისტთან გაიარეთ.

ზეითუნის ზეთი ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლოა, თუმცა სხვა მცენარეულ ზეთებსაც უნიკალური თვისებები აქვს.

მზესუმზირას ზეთი – E და A ვიტამინების წყარო. სამკურნალოდ მხოლოდ არარაფინირებული ზეთი გამოგადგებათ, ამასთან, ყველაზე ხელმისაწვდომი და პოპულარულია.

ყურძნის კურკის ზეთი – უჯერი ცხიმოვანი მჟავების შემცველობით ჩემპიონია, აუმჯობესებს ლიპიდურ ცვლას, ამცირებს სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონეს.

ქოქოსის ზეთი – აქვს სასიამოვნო გემო და ბაქტერიოციდული ეფექტი. ხელს უწყობს საკვებიდან სასარგებლო ნივთიერებების სრულად ათვისებას.

აბუსალათინის ზეთი – ეფექტურად უმკლავდება ქრონიკულ ყაბზობას. ნაწლავებიდან გამოდევნის წიდებსა და ლორწოს. დოზას არ გადააჭარბოთ.

ქაცვის ზეთი – დადებით გავლენას ახდენს საყლაპავისა და კუჭის ლორწოვან გარსზე. გარდა ამისა, გამოცდილი საშუალებაა გასტრიტისა და წყლულოვანი დაავადების სამკურნალოდ.

ბაყაყურას ზეთი –აახლებს და წმენდს ღვიძლის უჯრედებს, ხელს უწყობს ნაღვლის გადინებას. აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას და ხელს უწყობს წონის კლებას.

სიმინდის ზეთი – აახლებს და აძლიერებს უჯრედის მემბრანებს, მოქმედებს, როგორც ანტიოქსიდანტი.

სელის ზეთი – აქვს ძლიერი ანტიასაკობრივი და ანტიოქსიდანტური ეფექტი. ამასთან, ააქტიურებს გახდომის პროცესს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №32

8-14 აგვისტო

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 8 - 14 აგვისტო