ბაზილიკის გასაოცარი თვისებები
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 11.04

ბაზილიკის ათობით სახეობა არსებობს და თითოეულს თავისი განსაკუთრებული თვისება აქვს. ბაზილიკი ორ ჯგუფად იყოფა – მწვანე ან იასამნისფერი ფოთლების მქონედ.
მწვანე ბაზილიკი პოპულარულია ევროპაში – იტალიაში, საფრანგეთში, საბერძნეთში, ბულგარეთში. ამ ქვეყნებში ბაზილკს სალათებსა და ყველა ცივ კერძში, ასევე გამომცხვარ ნაწარმში იყენებენ. მზარეულები მცენარეს პიტნის არომატისა და გამაგრილებელი გემოს გამო გამოარჩევენ.
იასამნისფერ ბაზილიკს უფრო მეტად გაჯერებული და მძაფრი არომატი აქვს. ამის გამო კავკასიურ და აზიურ სამზარეულოში შეუცვლელია.
ბაზილიკის სასარგებლო თვისებები
ორივე სახეობის ბაზილიკის შემადგენლობა თითქმის ერთნაირია. მცენარე მდიდარია A, C და K ვიტამინებით. K ვიტამინი სისხლის შედედების ფუნქციის მხარდასაჭერ და ქსოვილების შესაერთებლად საჭირო ნივთიერებათა ცვლაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ბაზილიკი იმუნურ სისტემას გაძლიერებაში ეხმარება, ებრძვის მიკრობებსა და სოკოს, ასტიმულირებს საჭმლის მონელებას და ანადგურებს ჭიებს.
ბაზილიკი პირის ღრუში გაჩენილ, ფაქტობრივად, ნებისმიერ დაავადებას უმკლავდება. ახალი ფოთლების დაღეჭვით პირის ღრუში ბაქტერიების 100% ქრება, სუნთქვა უფრო ჯანსაღი ხდება, გლანდები იკურნება, ღრძილები შუშდება და პაროდონტოზისგან გიცავთ.
იასამნისფერი და მწვანე ბაზილიკი ორივე სქესის ადამიანისთვის აფროდიზიაკია. რომანტიკული ვახშმის მენიუში აუცილებლად ჩართეთ რამდენიმე კერძი ამ სანელებლით.
მასში შემავალი ეთერზეთები და ანტიოქსიდანტები ეფექტურად ებრძვიან თავისუფალ რადიკალებს, ამიტომ ბაზილიკი ახალგაზრდობის გასახანგრძლივებლად შესანიშნავი დამხმარეა.
თუმცა, მთავარი განსხვავება მაინც არსებობს. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ იასამნისფერი ბაზილიკი ჯანმრთელობისთვის უფრო სასარგებლოა. თავის ინტენსიურ ფერს ანტიოქსიდანტის, ანტოციანინის შემცველობას უნდა უმადლოდეს. მათი რეგულარული მოხმარება ორგანიზმის უჯრედებს სიმსივნისგან იცავს.
ბაზილიკი მკვეთრი არომატისა და ძლიერი სამკურნალო ეფექტის მქონე სანელებელია. მისი გამოყენება ორსული და მეძუძური ქალებისთვის, ასევე დიაბეტისა და ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადების მქონე ადამიანებისთვის არ შეიძლება.
ბაზილიკს ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებები აქვს. მასში შემავალი სასარგებლო ნივთიერებების წყალობით, ამ მწვანილს ხალხურ მედიცინაში გულისა და სისხლძარღვების, რევმატოიდული ართრიტის, ასთმის, ოსტეოართრიტის სამკურნალოდ იყენებენ.
ის ბუნებრივი ანტიბიოტიკია. ბაზილიკი აძლიერებს იმუნურ სისტემას. აქვს ძლიერი ანტისეპტიკური და ანტიბაქტერიული თვისებები, ამდენად, ძალიან ეფექტურია სხვადასხვა ბაქტერიული ინფექციის მკურნალობისას.
ბაზილიკი დიდი რაოდენობით შეიცავს B6 ვიტამინსა და მაგნიუმს. მაგნიუმი აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას და მნიშვნელოვნად აქვეითებს გულის შეტევათა განვითარების რისკს. ეს ვიტამინი ხელს უშლის მავნე ელემენტების დაგროვებას. გარდა ამისა, თუ რაციონში ხშირად ჩართავთ მას, ამით შეამცირებთ არითმიის განვითარების რისკს და დაეხმარებით ორგანიზმს კუნთების მოდუნებაში.
შეგიძლიათ, მიიღოთ ბაზილიკის ჩაი, რომელიც ძალიან არომატული და ჯანსაღი სასმელია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან