მედიცინა

ბანანის გასაოცარი თვისებები

№48

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 06.12, 2024 წელი

ბანანი
დაკოპირებულია

ბანანში შემავალი ნივთიერებები უზრუნველყოფენ სისხლში შაქრის შემცველობის დარეგულირებას. თუმცა, ამისდა მიუხედავად, დიაბეტის მქონე ადამიანებმა ექიმთან შეთანხმებით უნდა გააკონტროლონ მისი მიღების დასაშვები რაოდენობა.

ბანანში შემავალი დიეტული ბოჭკო, მრავალ სასარგებლო თვისებასთან ერთად, საჭმლის მონელებასაც აუმჯობესებს. ბანანი შეიძლება, დაგეხმაროთ წონის დაკლებაში. მასში შემავალი პექტინები და მდგრადი სახამებელი ამცირებენ მადას და ზრდიან დანაყრების შეგრძნებას.

ბანანი კარგია გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის, განსაკუთრებით კი სისხლის წნევის დასარეგულირებლად. ამას მოწმობს მასში შემავალი კალიუმი და მაგნიუმი. ადამიანებს, რომლებიც ხშირად მიირთმევენ ამ ხილს, 27%-ით უმცირდებათ გულის დაავადებათა განვითარების რისკი. ბანანი ხელს უშლის დაბერების პროცესს. მასში შემავალი ანტიოქსიდანტები ამცირებენ თავისუფალი რადიკალების რაოდენობას, უზრუნველყოფენ ახალგაზრდობისა და კარგი განწყობის შენარჩუნებას.

ბანანში შემავალი დიდი რაოდენობით კალიუმი უზრუნველყოფს თირკმელების ჯანსაღ მუშაობას. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ქალებს, რომლებიც 13 წლის განმავლობაში კვირაში 2-3-ჯერ მიირთმევდნენ ამ ხილს, 33%-ით შეუმცირდათ თირკმელების დაავადების განვითარების რისკი. ხოლო მათ, ვინც კვირაში 5-6-ჯერ მიირთმევენ ბანანს, 50%-ით ნაკლებად უვითარდებათ თირკმელების დაავადება.

ბანანი შესაძლოა, დაგეხმაროთ ვარჯიშით გამოწვეული კუნთების დაზიანების თავიდან ასაცილებლად. ის ასევე, წარმოადგენს ვარჯიშისათვის საჭირო ენერგიის საუკეთესო საშუალებას. ბანანის გამოყენება შეგიძლიათ, როგორც დამატკბობელი საშუალება, მაგალითად, შაქრის ნაცვლად ნამცხვრებში, იოგურტსა და ფაფებში.

ბანანი შეიცავს სპეციფიკურ ცილებს, რომლებიც ონკოლოგიური დაავადებების (სიმსივნის ნეკროზის ფაქტორის) თავიდან აცილებაში გვეხმარება. მწიფე ნაყოფებში ამ ნივთიერების შემცველობა გაცილებით მაღალია. ამიტომ სასურველია, შეიძინოთ ის ბანანები, რომელთა ქერქი შავი წერტილებით დაიფარა ან გამუქდა.

მინერალების დეფიციტი წვივის კუნთების ხშირი კრუნჩხვების მიზეზია. კალიუმითა და მაგნიუმით ისეთ მდიდარ საკვებს, როგორიც ბანანია, კუნთის სპაზმების თავიდან აცილება შეუძლია, ამიტომ მას აქტიურად მოიხმარენ სპორტსმენები.

ძვლების გაძლიერება – ბანანისგან მიღებული კალციუმი არ გამოიყოფა შარდით, რჩება ორგანიზმში და გამოიყენება ძვლების გასაძლიერებლად. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყავის მოყვარულთათვის, რომელიც, პირიქით, კალციუმს აქტიურად გამოდევნის ორგანიზმიდან.

კუჭის წყლული – ბანანის მიღება ასევე სასარგებლოა კუჭის კედლებისთვის, რაც იცავს საკვებში შემავალი აგრესიული ნივთიერებებისა და მჟავებისგან.

საჭმლის მონელების გაუმჯობესება – პექტინები და ჩელატები, რომლებიც ბანანის შემადგენელი ნაწილია, კარგად შლის ტოქსინებს და სხვა მავნე ნივთიერებებს, რითაც აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.

ქალებისთვის მენსტრუაციის დროს – ბანანი ამცირებს პმს-ს, ამაღლებს განწყობას და აქრობს უსიამოვნო შეგრძნებებს.

ქავილი მწერების ნაკბენისგან – ბანანის ქერქები მწერების ნაკბენის კარგი საწინააღმდეგო საშუალებაა. უბრალოდ, ნაკბენს რამდენიმე წუთით დაადეთ ბანანის ქერქი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №3

20-26 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა