ბანანი – გემრიელი და სასარგებლო
ავტორი: ქეთი კაპანაძე 16:00 03.01, 2021 წელი

ბანანი, გარდა იმისა, რომ გემრიელია, ორგანიზმისთვისაც ძალიან სასარგებლოა.
🍌 დიაბეტის დროს – ბანანი სახამებლის განსაკუთრებულ (რეზისტენტულ) სახეობას შეიცავს, რაც შაქრის დიაბეტის მეორე ტიპის შემთხვევაში, ადამიანის მდგომარეობას აუმჯობესებს. უფრო დიდი რაოდენობით ეს ნივთიერება მწვანე ბანანის შემადგენლობაშია. მწვანე ბანანი სახამებლის 12,5 გრამს შეიცავს, მწიფე კი – 5 გრამს. თუმცა, დიაბეტის მქონე ადამიანებმა მისი მიღების რაოდენობა სჯობს, ექიმთან შეათანხმონ.
🍌 თირკმელების დაავადებების დროს – თირკმელებში კენჭების გაჩენის საწინააღმდეგო ერთ-ერთი ეფექტური საშუალება კალიუმის საკმარისი მოცულობის შემცველი საკვების მიღებაა. სწორედ, მათ რიგს მიეკუთვნება ბანანი. ამიტომ თუ ის ჩვენი რაციონის განუყოფელი ნაწილი გახდება, ეს თირკმლებში ავთვისებიანი წარმონაქმნების გაჩენის ალბათობას 40 პროცენტით შეამცირებს.
🍌 ონკოლოგიური დაავადებები – ბანანი შეიცავს სპეციფიკურ ცილებს, რომლებიც ონკოლოგიური დაავადებებისგან თავის დაცვაში გვეხმარება. გაითვალისწინეთ, რომ ამ ნივთიერებების შემცველობა გაცილებით მაღალია მწიფე ნაყოფში. ამიტომ, ამ მიზნით, სასურველია მიირთვათ ბანანი, რომლის ქერქი შავი წერტილებითაა დაფარული.
🍌 არ დაივიწყოთ, რომ ასაკის მატებასთან ერთად ადამიანი კარგავს კალციუმს, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძვლის სიმტკიცის შესანარჩუნებლად. დაკარგული კალციუმის ასანაზღაურებლად, საუკეთესო საშუალება ბანანის მიღებაა.
🍌 მიიღეთ ბანანი კუჭ-ნაწლავის პრობლემების მოსაგვარებლად. რადგანაც ის შეიცავს დიდი რაოდენობით იმ ნივთიერებას, რომელიც ძალიან ეფექტურია ტოქსინების დასაშლელად. ის, ასევე, იცავს ნაწლავის მიკროფლორას. ასე რომ, თავისუფლად შეგიძლიათ, ამ პრობლემის მოგვარება წამლების ნაცვლად ბანანის დახმარებით სცადოთ.
ბანანი ასევე სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემის გასაჯანსაღებლად, განსაკუთრებით კი სისხლის წნევის დასარეგულირებლად. კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებიც მას ხშირად მიირთმევენ, 27 პროცენტით ნაკლებად აწუხებთ გულის დაავადებები, ის ამცირებს ინფარქტისა და ინსულტის განვითარების რისკს და გვეხმარება ჰიპერტონიის მკურნალობაში.
🍌 ბანანი განსაკუთრებით სასარგებლოა იმ ადამიანებისთვის, ვინც თამბაქოსთვის თავის დანებებას აპირებს. ის დაგეხმარებათ ნიკოტინისადმი დამოკიდებულებისაგან გათავისუფლებაში. დიდი რაოდენობით კალიუმი და მაგნიუმი ორგანიზმიდან ნიკოტინის ნარჩენების გამოდევნასა და უსიგარეტოდ ცხოვრებასთან შეგუებაში დაგეხმარებათ.
🍌 გაითვალისწინეთ, რომ დაუმწიფებელი ბანანი შეიცავს უხსნად სახამებელს. ის ვერ მუშავდება წვრილ ნაწლავებში და მსხვილ ნაწლავში ფერმენტირდება, რაც იწვევს შებერილობასა და გაზების დაგროვებას.
🍌 ბანანის შემადგენლობაში შემავალი კალიუმი დაგეხმარებათ ფეხის კუნთების კრუნჩხვისგან გათავისუფლებლებაში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც ბევრს ვარჯიშობს.
🍌 ბანანი დაგეხმარებათ გუნება-განწყობის გაუმჯობესებაში. ეს განსაკუთრებით უნდა გაითვალისწინონ დეპრესიისკენ მიდრეკილმა ადამიანებმა. ბანანი მათთვის ძალიან სასარგებლოა. მასში დიდი რაოდენობით ტრიფტოფანია – ნივთიერება, რომლისგანაც სეროტონინი, ანუ ბედნიერების ჰორმონი გამომუშავდება.
🍌 ბანანი ძალიან სასარგებლოა მგზავრობისა და ორსულობისთვის დამახასიათებელი ტოქსიკოზისას გულისრევისა და ღებინების თავიდან ასაცილებლად.
🍌 მიიღეთ ბანანი ფიზიკური დატვირთვის წინ – ვარჯიშიც უფრო ეფექტური იქნება და ენერგიაც ვარჯიშის ბოლომდე გეყოფათ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან