მედიცინა

ანანასის სამკურნალო თვისებები

№3

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 26.01

ანანასი
დაკოპირებულია

ანანასის შერჩევისას გაითვალისწინეთ, რომ ის უნდა იყოს მყარი და არ ჰქონდეს მუქი ფერის ლაქები. მწიფე ანანასი მძიმეა, 3 კილოგრამსაც აღწევს. ფოთოლი უნდა ჰქონდეს ხასხასა და არა მჭკნარი, თუ ფოთოლს ერთი-ორი მცდელობის შემდეგ ამოაძრობთ, ესე იგი, ანანასი მწიფეა და მისი ყიდვა შეიძლება.

ანანასის შენახვა შესაძლებელია ოთახის ტემპერატურაზე. ოღონდ ოთახი უნდა ნიავდებოდეს და ნაყოფს მზის სხივები არ ეცემოდეს. ასე ანანასი 7-10 დღის განმავლობაში ინახება. მაცივარში; ხილ-ბოსტნეულის განყოფილებაში კი ორ კვირამდე და მეტ ხანსაც ძლებს.

მის შემადგენლობაში არსებული ფერმენტი, ბრომელინი, შლის ცხიმებს. ანანასს აქვს არაჩვეულებრივი თვისება, რაც გაცილებით უფრო სასარგებლოა ორგანიზმისთვის, ვიდრე წონის კლება. ბოჭავს თავისუფალ რადიკალებს და ამით აძლიერებს ორგანიზმის თავდაცვისუნარიანობას, მათ შორის, კიბოსა და უცხო წარმონაქმნების წინააღმდეგ. მისი რეგულარული გამოყენება საკვებთან ერთად სასარგებლოა თრომბოფლებიტის პროფილაქტიკისთვის, აქვეითებს სისხლის შესქელების ფაქტორებს. აქვს ზომიერად გამოხატული შეშუპების საწინააღმდეგო ეფექტიც.

ანანასს არა მარტო სასიამოვნო გემო აქვს, ანტიოქსიდანტების შემცველობის გამო, ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა. კერძოდ, ანტიოქსიდანტური თვისებებით ის წარმატებით ებრძვის ათეროსკლეროზს, გულის დაავადებებსა და სხვადასხვა ტიპის კიბოს.

ანანასი მდიდარია მარგანეცით, რაც აუცილებელია ძლიერი ძვლების შენარჩუნებისთვის.

სპეციალისტები გვირჩევენ, დღეში მივიღოთ 1 ჭიქა ანანასის წვენი, რათა შევინარჩუნოთ ღრძილებისა და კბილების სიჯანსაღე. ანანასში არის ბეტა-კაროტინიც, რომელიც თვალს მაკულური დეგენერაციისგან იცავს, რამაც შეიძლება, მხედველობის დაკარგვა გამოიწვიოს.

ანანასი შედარებით დაბალკალორიულია და შეიცავს უჯრედისის დიდ რაოდენობას. ეს კი მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც წონის დაკლება ან მისი კონტროლი სურს. ანანასი აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, კვებავს თმას, კანსა და ფრჩხილებს.

ანანასი ამცირებს არტერიულ წნევას, ათხელებს სისხლს, ეფექტურია ართრიტის, პნევმონიის, ბრონქიტის, სხვადასხვა ინფექციური დაავადების დროს, ასევე, ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებებისას. ის ამაღლებს სისხლში სეროტონინის (სიხარულის ჰორმონი, რომელიც ახშობს შიმშილის გრძნობას) დონეს, ორგანიზმიდან გამოაქვს ზედმეტი სითხე. რეკომენდებულია სურავანდისა და სისხლნაკლებობის დროს.

ანანასის რბილობი შეიცავს უხეშ საკვებ ბოჭკოებს, რომლებიც დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე.

C ვიტამინის შემცველობით ანანასი ბევრ პროდუქტს არ უდებს ტოლს – 100 გრამში არის ადამიანისთვის დღე-ღამის განმავლობაში აუცილებელი ასკორბინის მჟავის 80%.

ანანასის შემადგენლობა დადებითად აისახება და, შეიძლება ითქვას, აუცილებელია დაზიანებული ძვლის ქსოვილების აღდგენისთვის.

ანანასის მიღება არ შეიძლება:

დიდი რაოდენობით, ასევე, ალერგიული რეაქციებისას. ახალი ანანასი არ არის რეკომენდებული კუჭის წყლულოვანი დაავადებების, მომატებული მჟავიანობის, გასტრიტების დროს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული