იუმორი

ვინ და რატომ სდებდა ბრალს ტრეფიკინგში ზურაბ ბარბაქაძეს, იგივე, „ფანდურას“

№5

ავტორი: ნიკა ლაშაური 23:00 10.02, 2021 წელი

ზურაბ ბარბაქაძე
დაკოპირებულია

😄
ზურაბ ბარბაქაძე, იგივე „ფანდურა“, ასეთ ისტორიას ჰყვება: 

„გეპეის“ თეატრიდან გერმანიაში, ქალაქ კარლსრუეში ვიყავით წასულები ფესტივალზე. რეპეტიციაზე ფეხით მივდივართ ბიჭები და რადგან გვითხრეს, პასპორტები თან იქონიეთ, შეიძლება, შეგამოწმონო, ყველას პასპორტი მე მქონდა შენახული წელზე შემოსარტყმელ ჩანთაში, ანუ – ბარსეტში. ბიჭები ერთ-ერთ მაღაზიაში შევიდნენ. მე კი გარეთ დავრჩი და სიგარეტს ვეწევი. მოვიდა პოლიციელი და პასპორტი მომთხოვა. მე ბარსეტი გავხსენი და ამოვიღე პასპორტი, რომელიც სხვისი აღმოჩნდა. ასე რიგრიგობით ვიღებ პასპორტებს და ისევ უკან ვაბრუნებ, რადგან ჩემი, თურმე, სასტუმროში დამრჩენია. ერთი სიტყვით, სად იყო და სად არა, უეცრად ორი მანქანით პოლიციელები მოვარდნენ. იარაღები გადამიტენეს და განყოფილებაში წამიყვანეს. პასპორტების სიმრავლემ დააეჭვა ისინი და იფიქრეს ტრეფიკიორიაო... მე კი ავუხსენი, როგორც იყო ყველაფერი, თან, ვუთხარი, სასტუმრო „რენესანსში“ ვცხოვრობ-მეთქი. ეს ერთადერთი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო იყო იმ ქალაქში. მიმიყვანეს სასტუმროში და პორტიეს ჩემზე ეკითხებიან – აქ ცხოვრობსო? მან კი უპასუხა: ჩვენთან ეგენი თუხთმეტნი არიანო. ერთი სიტყვით, სანამ ყველაფერი „გაიასნდა“, კინაღამ ტრეფიკინგში დამდეს ბრალი...“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი