იუმორი

ჭიდაობას რა უნდა

№36

ავტორი: „თბილისელები“ 17:38

იუმორი
დაკოპირებულია

1970 წლის ზაფხულში მეხიკოში ტარდებოდა ოლიმპიური თამაშები.

სიცხისგან გათანგული ხალხი ოკეანის სანაპიროზე ისვენებდა.

აქვე იმყოფებოდა ოლიმპიურ თამაშებზე გულშემატკივრად ჩასული ცნობილი გეოლოგი, ბრგე აგებულების ქართველი კაცი - ბატონი გივი ბააკაშვილი.

ამ დროს გამოუვლია გოლიათური აგებულების ფერადკანიანს.

რაკი თავისი შესაფერი აგებულების ბააკაშვილი შეუმჩნევია, ჩააცივდა თურმე, გინდა თუ არა, უნდა ვიჭიდაოთო.

ვერაფრით მოუშორებია ბააკაშვილს აბეზარი უცხოელი, არადა, ცხოვრებაში არ უჭიდავია.

შეჭირვებულ ბააკაშვილს, რომ ვერა და ვერ მოიშორა ეს აბეზარი უსაქმური, უთქვამს, კარგი დაგეჭიდები, მაგრამ ჯერ ამ კაცს დაეჭიდე აგერ პლაჟზე რომ წევსო.

გახარებული ფერადკანიანი დაჭიდებია პლაჟზე მწოლიარე მამაკაცს.

ამ უკანასკნელმა კისრულით მესამეჯერ რომ დაახეთქა ქვიშაზე აბეზარი გოლიათი, მას აღარ დარჩენია გივი ბააკაშვილთან შეჭიდების სურვილი.

არადა ის ქვიშაზე მწოლიარე კაცი მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონი ბატონი გივი კარტოზია იყო თურმე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი