იუმორი
ანეკდოტები
№36
ავტორი: „თბილისელები“ 11:00
ცოლი ეუბნება ქმარს:
– ძვირფასო, ექიმმა მირჩია ან ანტალიაში დასვენება, ან ოქროს ქვიშაზეო და სად წავიდეთ?
– სხვა ექიმთან.
* * *
სვანმა პატრულმა ქალი გააჩერა – მართვის მოწმობა მაჩვენეო.
– ეგ რა არის?
– აი, რაზეც თქვენი სახეა გამოსახული.
ქალმა კარგა ხანს იჩხრიკა ჩანთაში და ბოლოს ამოიღო სარკე, ჩაიხედა და პატრულს მიაწოდა. პატრულმა დახედა სარკეს და უთხრა:
– მაშინვე გეთქვა, პატრული რომ იყავიო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





