იუმორი
ანეკდოტები
№37
ავტორი: „თბილისელები“ 54 წუთის წინ
გურული ცოლ-ქმარი.
ცოლი სარკის წინ ტრიალებს...
– ნენა, რას დევემსგავსე, რაფერ წავხთი!.. კაცო, შენ მაინც მითხარი კომპლიმენტი!
– გადასარევი მხედველობა გაქ!
* * *
ბათუმში ვიყავი დასასვენებლად. იქ ერთი მაგარი ქუთაისელი კაცი შემხვდა, რომელსაც მანქანაზე სამი ექვსიანი ჰქონდა. მე ვუთხარი ეს სატანური რიცხვია და რად გინდა-მეთქი. მან კი მიპასუხა: ზემოდან ღმერთი სამ ცხრიანს ხედავსო.
* * *
ინტერნეტიდან გამოვიწერე წიგნი „როგორ მოვატყუოთ ადამიანი“. სამი თვეა, ველოდები. არ ჩამოდის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




