იუმორი
ხუმარა მსაჯი
№37
ავტორი: „თბილისელები“ 48 წუთის წინ
რევაზ ჩელებაძე იხსენებს:
„დუბლების თამაშია. „შახტიორთან“ 1:3 ვაგებთ. ბოლო წუთზე პენალტს ვარტყამ. ცრუ მოძრაობა გავაკეთე. მეკარე მარცხნივ გაფრინდა, მე კი მარჯვნივ გავაგორე ბურთი. მეკარე წამოხტა, ბურთს გაეკიდა და მაშინ დაიჭირა, როცა ხაზი გადაკვეთა. მსაჯმა ყვითელი მიჩვენა. რომ გავაპროტესტე, მითხრა: მეკარის შეურაცხყოფისთვისო... კახი ასათიანი გასახდელში შეუვარდა – რატომ გააყვითლეო. მსაჯმა კი – ვიხუმრე, ოქმში არ შემიტანიაო...“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




