იუმორი
გურული შაჰი
№37
ავტორი: „თბილისელები“ 37 წუთის წინ
თეირანის კონფერენციაზე ფილმი „გიორგი სააკაძე“ ყველას ძალიან მოეწონა თურმე...
ირანელები განსაკუთრებით აღფრთოვანებულან შაჰ-აბასის როლის შემსრულებლით - აკაკი ვასაძით.
„აი, შაჰიც ეგეთი უნდა, მოგვეცი ეგ შაჰი ჩვენო!“
- გურულო, რამე რომ იყოს, წახვიდოდი შაჰად ირანში? – ხუმრობით ეტყვის სტალინი სოჭში, მის აგარაკზე მყოფ აკაკი ვასაძეს.
- არა, ამხანაგო სტალინ, რა მინდა ირანში, როცა საკუთარ სახლში შაჰიცა ვარ და შაჰინშაჰიც. – სხარტად მიუგებს ვასაძე.
- მეც ეგრე ვუთხარი, ვასაძე თქვენს შაჰობას არ დათანხმდება-მეთქი. – სიცილით ეტყვის სტალინი.
ამ საუბარს, 1946 წლის ოქტომბერში სოჭში დასასვენებლად მყოფ სტალინთან სტუმრობისას, აკაკი ვასაძე თავად იხსენებს თავის მემუარებში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





