იუმორი

უნიჭოს ხელქვეითი ნიჭიერები

№7

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 24.02, 2021 წელი

იუმორი
დაკოპირებულია

ერთ-ერთ სამეცნიერო კონფერენციაზე ქართველს უკითხავს იაპონელისთვის:

- რამ განაპირობა თქვენი ერის ასეთი ნიჭიერება, როგორ შეძელით მიგეღწიათ განვითარების ასეთი მაღალი დონისთვის?

იაპონელმა უპასუხა: ჩვენ გათვლა გავაკეთეთ განათლებაზე და მეცნიერებაზე: მასწავლებლებს მივეცით მინისტრის ხელფასი, დიპლომატის ხელშეუხებლობა და იმპერატორის პატივისცემა.

საქართველოს უფრო მეტის მიღწევა შეუძლია, თქვენ ხომ ჩვენზე ბევრად ნიჭიერები ხართ.

- როგორ? - გაკვირვებულმა იკითხა ქართველმა.

- როგორ და ქართველებში 10-დან ცხრა ნიჭიერია და მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს უნიჭო. ჩვენთან კი პირიქითაა, ათიდან მხოლიდ ერთია ნიჭიერი, მაგრამ ჩვენ სწორედ იმ ერთს ვირჩევთ ხელმძღვანელად, დანარჩენები მას ემსახურებიან. თქვენ კი სწორედ იმ ერთ უნიჭოს ირჩევთ და ნიჭიერებს უსაქმურად ტოვებთ....

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი