იუმორი

ცოლს მოყოლილი ბავშვი

№1

ავტორი: ნიკა ლაშაური 23:00 11.01

ოთარ კორღალიძე
დაკოპირებულია

ოთარ კორღალიძე იხსენებს: 

„მერაბ ჟორდანიამ ავსტრიის ერთ-ერთ გუნდში თამაში „გამიკეთა“, მაგრამ ასაკში 5 წლის გადაკეთება მომიწია. 33-ის ვიყავი და 28-იანი პასპორტით წავედი. მოვაწერე კონტრაქტს ხელი და ერთი თვის მერე ცოლ-შვილი ჩამომივიდა. ლევანი 15 წლის იყო და მე მასზე 13 წლით უფროსი გამოვდიოდი. შეიქმნა ძალიან უხერხული სიტუაცია და კლუბში მონაცემები რომ გაიაზრეს, მკითხეს: კი მაგრამ, რამხელა იყავი, ცოლი რომ მოიყვანეო? მე იძულებული გავხდი მეთქვა, ეს ბავშვი ჩემს ცოლს მოჰყვა-მეთქი და ასე გამოვძვერი ამ სიტუაციიდან.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №4

24-30 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

შეუცნობელი

რას გვიწინასწარმეტყველებს თანამედროვე მინიშნებებიდ...