იუმორი

შიშველი სიმართლე

№5

ავტორი: „თბილისელები“ 11:00 15.02, 2025 წელი

იუმორი
დაკოპირებულია

სიმართლე და ტყუილი შეხვდა ერთმანეთს. ტყუილმა მიულოცა და უთხრა: 

გილოცავ, ნახე რა კარგი ამინდიაო. აიხედა სიმართლემ და მართლაც მშვენიერი ამინდი დახვდა. გააგრძელეს საუბარი და ცოტა ხანში ჭას მიადგნენ. ჩაყო ხელი ტყუილმა და უთხრა სიმართლეს: რა თბილი და სასიამოვნო წყალიაო. სიმართლემ ფრთხილად გადაამოწმა და მართლაც თბილი და სასიამოვნო წყალი დახვდა. ვიცურაოთო. ჩავიდნენ და იცურავეს. მერე ტყუილი ამოვიდა, ჩაიცვა სიმართლის სამოსი და გაუჩინარდა. ამოვიდა სიმართლე და ვერ იპოვა თავისი სამოსი. შიშველი დაეძებდა სამოსს და სამყარომ ამ სიშიშვლის გამო სიძულვილი და ზიზღი არგუნა. შერცხვენილი და დამწუხრებული სიმართლე მიბრუნდა ჭასთან და ჩაიკარგა მასში სამუდამოდ. ტყუილი კი დადის სიმართლის სამოსით მსოფლიოში და აკმაყოფილებს მსოფლიო მოთხოვნას. ხოლო მსოფლიოს არაფრის დიდებით არ სურს შიშველი სიმართლის ნახვა დღემდე.

ჟან ლეონ ჟერო

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი