იუმორი

საფეხბურთო რელიკვია

№6

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 16.02, 2021 წელი

გურამ ლორთქიფანიძე
დაკოპირებულია

გურამ ლორთქიფანიძე იხსენებს: 

„ძალიან მიყვარს ფილმი, „პირველი მერცხალი“. ნანა მჭედლიძე 11 გადარეულ კაცს თავის ნებაზე დაგვარბენინებდა. თურქებთან თამაშის ეპიზოდს რომ ვიღებდით, მითხრა, აიღე ბურთი, გადაუგდე ერთს თავზე, მეორეს აუარე, მესამეს ფეხებში გაუტარე. ააგდე ბურთი, მკერდზე დაიგორე, მერე დაარტყი და გოლი შეაგდეო. ვუთხარი, ქალბატონო ნანა, მაგას პელე ვერ აკეთებს-მეთქი. ფილმის კონსულტანტად ფეხბურთის ლეგენდა, ბორის პაიჭაძე გვყავდა. ერთ-ერთი გადაღებისას პასი მომაწოდა. მარცხენა ფლანგიდან დიმა ჯაიანმა დამიძახა, ლორთქია, პასი მომეციო. ვუთხარი, სულელი ხომ არა ხარ, ბორიამ პასი მომცა და შენ როგორ მოგაწოდებ-მეთქი. ბურთი ჩავფუშე და სახლში წამოვიღე. დღემდე რელიკვიად ვინახავ.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი