ანეკდოტები
ავტორი: „თბილისელები“ 8 წუთის წინ
გუშინ სწორი კვება დავიწყე. ბროკოლი და კომბოსტო ვიყიდე.
რამდენიმე დღეში გეტყვით, რომელი უფრო მალე ფუჭდება.
* * *
ჭიანჭველა ათრევს ქვებს, მორებს – სახლს აშენებს. მოგრიალდება ჭრიჭინა, „კაბრიოლეტით“:
– რას აკეთებ?
– სახლს ვაშენებ.
– რისთვის?
– ნუ, მოვა ზამთარი, აცივდება, მე კი სახლში გავთბები.
– ოკ, ააშენე, მე კი ღამის კლუბში გავერთობი.
– ჭიანჭველა ათრევს ქვებს და ფიქრობს: „ოკ, მოვა ზამთარი და მერე ვნახოთ?.
დადგა ზამთარი. ჭიანჭველა შეშას ხერხავს. გამოიარა ჭრიჭინამ, ქურქში გახვეულმა.
– რას აკეთებ?
– შეშას ვხერხავ, ცივა. ახლა გავახურებ ღუმელს და გავთბები.
– დიახ, ცივა. მე კი აეროპორტში მივდივარ, რიო-დე-ჟანეიროში უნდა გავფრინდე, იქ მთელი ბოჰემა იკრიბება: მხატვრები, მწერლები... და მათთან გავატარებ ზამთარს.
– კრილოვი იქნება?
– რა თქმა უნდა, იქნება.
– ჰოდა, რომ ნახავ, გადაეცი: მე მისი დედა...
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




