სტალინური პრემიის ახალი ლაურეატი
ავტორი: „თბილისელები“ 16 წუთის წინ
პრემიის სკანდალის შემდეგ გალაკტიონმა ერთი ვრცელი ლექსიც დაწერა, რომლის მთავარი ადრესატი კვლავაც სიმონ ჩიქოვანია და მასთან ერთად, პოეტი ნიკოლოზ ჩაჩავა, ყოფილი ფუტურისტი, სტალინური პრემიის ახალი ლაურეატის ახლო მეგობარი და თანამზრახველი:
ქართველს ქართული ხმა უყვარს,
ვით ძველ მეომარს - ჩაჩქანი,
აქ კი გაისმის ჩაჩავას
და ჩიქოვანის ჭაჭყანი.
გარეგნულ სიმონას ლექსი
არს მოწითალო ბოლოკი,
გარნა იმ ბოლოკს, უცნაურს,
თავი არა აქვს, ბოლო – კი.
და რაკი თავმჯდომარისას
ხელში მისცემენ გასაღებს –
ჩვენში უნიჭო – რუსებში
თავს ნიჭიერად ასაღებს.
(მაგრამ ჩაჩავა-მაჩავას
ეს როშარობა გავიგე:
თუმც ხმაში ბლომად ხრინწია,
ბოლო არა აქვს, თავი – კი).
ორთავეს ლექსი ფუტუროს
ხავსებით ფრთამორთულია
და ენაც არა ქართული,
არამედ ჩიქორთულია.
ხორცმეტი ჩვენში ბევრია,
ჭორიკანა და მოშარე:
რას მიქვიაო მგოსანი,
უნდა ითქვასო – როშარი.
მაგრამ ეს თავგასულობა
ჩვენთვის არსაშიშარია,
ვინც მგოსანია – პატივს ვცემთ,
პანღურს ვცემთ – ვინც როშარია!
ქურდს უნდა ასამართლებდნენ
არა სიმღერით და ლექსით,
არა პრემიით, არამედ
სისხლის სამართლის კოდექსით!
გალაკტიონი
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




