იუმორი
როცა ჭიქა გაბზარულია...
№46
ავტორი: „თბილისელები“ 23 წუთის წინ
მსახიობი რატი ტვილდიანი ყვება: თურქეთში ვართ, კაფეში ვსხედვართ. ამ დროს მოდის „ბაბოჩკიანი“ ოფიციანტი და ჩემს მოსწავლეს, რომელმაც წვენი უნდა დალიოს, ეუბნება:
– ჩათლახ ბარდაგ.
– რა-მეთქი, – გავბრაზდი.
მომიბრუდა და გაიმეორა:
– ჩათლახ ბარდაგ...
მოკლედ, იქ სვანურ-თურქული ჭიდაობა გაიმართა და გაირკვა, რომ „ჩათლახ ბარდაგ“ ნიშნავს ჭიქა გაბზარულიაო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




