იუმორი
ანეკდოტები ხრუშჩოვზე
№45
ავტორი: „თბილისელები“ 26 წუთის წინ
კრემლის კომენდანტი ხელს არ უწერს ხრუშჩოვს შემოვლის ფურცელზე.
– რატომ?
– მავზოლეუმში ორი მიიღო და ერთს აბარებს.
* * *
მეოცე ყრილობის (პიროვნების კულტის შესახებ) დაწყებამდე ხრუშჩოვმა სამჯერ მიირბინა მავზოლეუმში, რათა სტალინისთვის პულსი გაესინჯა.
* * *
ხრუშჩოვმა განკარგულება გასცა, გამოეშვათ მარკა მისი გამოსახულებით. გარკვეული დროის შემდეგ კავშირგაბმულობის სამინისტროში რეკავს და ეკითხება, სარგებლობენ თუ არა საბჭოთა მოქალაქეები ამ მარკით?
– საერთოდ არ იღებენ, – იყო პასუხი.
– რატომ?
– ამბობენ, რომ საერთოდ არ ეწებება.
– კი მაგრამ, რატომ არ ეწებება?
– ეტყობა, იმ მხარეს არ აფურთხებენ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




