იუმორი

ტუალეტის ქაღალდის დეფიციტი

№46

ავტორი: „თბილისელები“ 11 წუთის წინ

იუმორი „თბილისელებისგან“
დაკოპირებულია

ერთმა ამერიკელმა კონგრესმენმა 1973 წელს თავის ამომრჩევლისგან საჩივრის წერილი მიიღო,

რომელშიც ის უკმაყოფილებას გამოთქვამდა ხე-მასალის წარმოების შემცირებაზე და პრეს-რელიზი გამოსცა იმის შესახებ, რომ ქვეყანა მალე შეიძლებოდა, ტუალეტის ქაღალდის დეფიციტს მოეცვა. შესაბამისმა შეტყობინებებმა გაზეთებიდან პოპულარულ ტელეწამყვან ჯონ კარსონამდეც მიაღწია, რომელმაც თავის შოუში ტუალეტის ქაღალდის კრიზისზე განაცხადა. თუმცაღა სინამდვილეში არანაირი დეფიციტი არ არსებობდა და ეს წინასწარმეტყველება დამაზიანებელი აღმოჩნდა: ადამიანებმა მაღაზიების თაროები დააცარიელეს. კარსონმა ბოდიში მოიხადა, მაგრამ ამას უკვე მნიშვნელობა არ ჰქონდა – ამ პროდუქციის მწვავე უკმარისობა რამდენიმე კვირა გრძელდებოდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი