იუმორი

როგორ გააშველა ძიუდოისტი და ექიმი კომისარმა

№29

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 26.07, 2022 წელი

ლუკა მაისურაძე
დაკოპირებულია

ძიუდოისტი ლუკა მაისურაძე ჰყვება: „23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ხორვატიაში ტარდებოდა. რუსს ვხვდებოდი და პირველივე შეხებაზე ვაზარზე დამაგდო. დავდევ, დავდევ და ძალიან დავღალე. დამთავრებამდე 1 წუთით ადრე კი ხელიდან სისხლი წამომივიდა. არ შეიძლება სისხლიანი ტატამზე ყოფნა, ტატამიდან გავედი, რომ ექიმი დამხმარებოდა. უკან კომისარი გამომყვა, რომ ექიმის მანიპულაციებისთვის თვალყური ედევნებინა. ექიმი ნელა მიხვევდა ხელს. ჩემი მეტოქე კი დაღლილი იყო და რომ არ დაესვენა, ექიმს ვაჩქარებ.

– მეიცა, სიმონ, ასე ხომ არ გაგიშვებო, – მპასუხობდა ექიმი.

ამ კამათში კომისარი ჩაერია, რომელმაც გაშველება დაგვიწყო. როგორც იქნა შევედი და დამთავრებამდე 16 წამით ადრე ვაზარზე დავაგდე 3 წამით ადრე კი – იპონზე და სუფთად გავიმარჯვე...“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი