იუმორი

რამე ხომ არ გიჭირთ?

№44

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 06.11

იუმორი
დაკოპირებულია

კვინტეტ „ურმულის“ წევრი ნუგზარ ქავთარაძე იხსენებს:

„შერატონში“ დავბინავდით. თამაზი და დათო ერთ ნომერში ცხოვრობდნენ. თამაზმა დილის შხაპი მიიღო, გამოვიდა, ფანჯარა გააღო, ჩიტების ჭიკჭიკს უსმენს და ნებივრობს. შემდეგ დათო შევიდა შხაპის მისაღებად. 3 წუთის შემდეგ ზარია. თამაზი კარს აღებს. ზღურბლზე ექთანი დგას და ეკითხება: რამე ხომ არ გიჭირთო. თამაზმა, – არაო და ექთანი წავიდა. 2 წუთის მერე ისევ ზარია: უკვე ორი ადამიანია „დიდი აპტეჩკით“, კითხულობენ: რამე ხომ არ გიჭირთო. არაო და მიდიან. კიდევ 2 წუთის შემდეგ უკვე საკაცით მოვიდნენ და თამაზს ეკითხებიან: სააბაზანოში ხომ არავინააო. კი, ჩემი მეგობარიაო, – უთხრა თამაზმა. თურმე, დათო ბანაობისას „ემერჯენსის“ გამოსაძახებელ თოკს დროდადრო ჩამოქაჩავდა და ასე არბენინა სასტუმროს მედპერსონალი ზემოთ-ქვემოთ“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა