„ფეისბუკს“ რომ საუკუნეების წინ ეარსება…
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 25.05, 2022 წელი
1. ნოე გააკეთებდა ივენთს, სადაც ყველას მოიწვევდა თავის კიდობანში.
2. ჰიტლერი ატვირთავდა სურათს: „ვინ ვარ მე შენთვის” და დათაგავდა ებრაელებს.
3. ეჭვიანი ოტელო დეზდემონას „ფბ“-ს პროფილს გაუუქმებდა.
4. მეფე გიორგი თრიაქის ქვეშ მყოფი შეუერთდებოდა GROUP-ს „მე მოვითხოვ მარიხუანას რეალიზაციას”.
5. ცოტნე დადიანის მეგობრები ატვირთავდნენ სურათს წელს ზემოთ შიშველ და თაფლწასმულ მდგომარეობაში, რაზედაც ცოტნე დადიანი დაუკომენტარებდა: „აუ, როგორ მინდა თქვენთან ერთად“.
6. დავით აღმაშენებელი, აქილევსი, ალექსანდრე მაკედონელი და ლეონიდასი დაითაგებოდნენ „ყველაზე მამაკაცურებში“.
7. უბრალო გლეხის შვილი ატვირთავდა სურათს „ოდნოკლასსნიკი”-ის ლოგოთი, რის შემდეგაც აბუჩად აიგდებდნენ თავად-აზნაურების შვილები.
8. თინათინი და ავთანდილი ქორწილის შემდეგ შექმნიდნენ ერთიან პროფილს სახელით „თიკო ავთო“.
9. ლუარსაბ თათქარიძე ითამაშებდა „ფერმას“, როცა დარეჯანი მორჩებოდა „Fashion World”-ის თამაშს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან