იუმორი

მწარე რეალობა

№5

ავტორი: „თბილისელები“ 11:00 11.02

გაიღიმეთ...
დაკოპირებულია

ვაჟაზე სეირნობისას ორი თინეიჯერი ბიჭი მაჩერებს. ერთი მეკითხება:

- ალექსანდრე გამზირის ქუჩას ვერ მიგვასწავლით?

- ვის ქუჩას?

- ალექსანდრე გამზირის.

- არა შეჩემა, რა ალექსანდრე გამზირის, - ერთვება მეორე, - რაღაც სხვა იყო.

- ალექსანდრე ყაზბეგის? - ვეკითხები მე.

- ჰო, აი ეგ.

- ქვემოთკენ ჩადით და ეგ არის. რა ნომერი გინდათ?

- 19...

- რა 19 შეჩემა? ცხრამეტი რაღაცო...

- ა, ჰო, 19 ა.

- კენტი აქეთ არის, - ხელით ვანიშნე

- რა „კენტი“?

- კენტი მარჯვნივაა, გავუმეორე.

ტიპმა სიცილი დაიწყო.

- კენტი არ იცი ხო რა არის? - მეც გამეღიმა.

- სიგარეტზე მეუბნები?

- რა სიგარეტი, შეჩემა, კენტი არ იცი?! ნომრები რა: 2, 4, 6...

- ჩადით და მარჯვენა მხარე დაიჭირეთ... მარჯვენა იცით?

- კი, როგორ არა.

- ნაღდად?

- ბაზარი არ არის.

- მადლობა ღმერთს, - ამოვთქვი გახარებულმა.

- ჩვენც მადლობა, წავიდეთ შეჩემა.

და მგონი, მარცხნივ წავიდნენ.

მწერალი, კინორეჟისორი და სცენარისტი ალეკო შუღლაძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული