იუმორი

მოულოდნელი სიმართლე

№13

ავტორი: „თბილისელები“ 21:00 13.04, 2025 წელი

„თბილისელების“ იუმორი
დაკოპირებულია

სახელგანთქმული ძველი ბერძენი პოეტი-მეიგავე ეზოპე, როგორც ცნობილია, მონა იყო. ერთხელ პატრონმა ის ქალაქში გაგზავნა რაღაც უბრალო დავალებით. გზაში მას მოსამართლე შეხვდა და მკაცრად შეეკითხა:

– სად მიდიხარ?

– არ ვიცი, – უპასუხა ეზოპემ.

ასეთი პასუხი მოსამართლემ საეჭვოდ მიიჩნია და ბრძანა, ის ციხეში წაეყვანათ გამოსაკითხად, სადაც ეზოპე შეეპასუხა:

– მე ხომ სრული სიმართლე გითხარით? მე მართლაც არ ვიცოდი, რომ საპყრობილეში აღმოვჩნდებოდი.

მოსამართლემ გადაიხარხარა და გაუშვა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი