იუმორი

მაჟორი და მინორი

№29

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 24.07

ანდრია ბალანჩივაძე
დაკოპირებულია

ერთხელ თბილისში დიდი მიწისძვრა მოხდა.

იმ დღეს ანდრია ბალანჩივაძეს საკომპოზიტორო ფაკულტეტის სტუდენტი ეახლა ბინაზე თავისი ნაწარმოების ერთ-ერთი ნაწილის შესასრულებლად.

ბალანჩივაძე ყურადღებით უსმენდა მოწაფეს და ბოლოს თქვა:

„ერთფეროვნების თავიდან ასაცილებლად გააკეთეთ მოდულაცია ლა-ბემოლ მაჟორში“.

სტუდენტმა დაიწყო თუ არა ამ მითითების შესრულება, მძლავრმა მიწისძვრამ მთელი სახლი შეძრა.

ანდრია ბალანჩივაძეს წარბიც არ შეუხრია და დინჯი ტონით განაცხადა:

„რახან მოდულაცია ლა-ბემოლ მაჟორში მიწისძვრას იწვევს, ახლა მოდულაცია ლა-მინორში სცადეთ!“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

2–8 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული