იუმორი
ქეიფი
№35
ავტორი: „თბილისელები“ 22:00 09.09, 2023 წელი

დამისხი, დამალევინე
ე ღვინო ოხერ-ტიალი,
ეგება წაღმა ვიფიქრო
სოფლის უკუღმა ტრიალი!
ეგება გულის ვარამი
ჩავკლა მა ჯიხვის რქაშია,
თვალთ წინ დამიდგეს ლამაზი,
ჟრჟოლა მამკიდოს ტანშია,
დეზი ვკრა ჩემსა ლურჯასა,
გადავერიო ზღვაშია.
თქვენთან ძაღლურად სიცოცხლეს
სიკვდილი მიჯობს ცდაშია;
ვერ მააწონებთ კარგს ყმასა,
რაც არ უჯდება ჭკვაშია!
ვაჟა-ფშაველა
1886 წელი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან