იუმორი
ერეკლე მეორე და ფრანგული ყველი
№46
ავტორი: „თბილისელები“ 14 წუთის წინ
მეთვრამეტე საუკუნეში, როდესაც ერეკლე მეორემ ევროპასთან დიპლომატიური კავშირები გაააქტიურა, საფრანგეთიდან მეფეს საჩუქრად ძვირად ღირებული ფრანგული დაობებული ყველი („როკფორი“) გამოუგზავნეს. იმდროინდელ საქართველოში ასეთ ყველს არ იცნობდნენ. როცა მეფემ ყუთი გახსნა, უცნაური სუნისა და ვიზუალის გამო ჩათვალა, რომ გზაში პროდუქტი გაფუჭდა, აირია და თქვა: „ეს რა მატლიანი საპონი გამოუგზავნიათო“ და გადასაყრელად გაატანა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




