იუმორი

ანეკდოტები

№47

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 02.12, 2021 წელი

იუმორი, სხვადასხვა
დაკოპირებულია

მაჟორიტარობის კანდიდატი გურიაში ჩავიდა. ხვდება მოსახლეობას და ჩვეულებისამებრ ათას სისულელეს ჰპირდება... ბოლოს დააყოლა:

- ხალხნო, ოღონდ ხმა მომეცით და 50-50 დოლარსაც დაგირიგებთ...

შეკრებილი ჯგუფს ერთი გურული გამოეყო და დეპუტატს მიმართა:

- შენ, ძამა, ახალგაზრდა ენერგიული კაცი ხარ, ხომ ასეა? ქალიც მოგინდება ხანდახან არა?

- კი ასეა - შეიშმუშნა და დაბნეულად უპასუხა...

- ალბათ, ბორდელშიც დადიხარ ხოლმე, არა? რამდენს იხდი ხოლმე? - აგრძელებს გურული... დაბნეული მაჟორიტარი პასუხობს:

- არ ვიცი, 50 დოლარს, თუ ძალიან მომეწონა ქალი 100 დოლარიც გადამიხდია...

- ჰოდა, შე შობელძაღლო! ერთ საათში 100 დოლარს იხდი და აქანა 50 დოლარად გინდა გვიხმარო 4 წელი? - მიახალა გურულმა

***

კახელს ეკითხებიან ყველაზე ძლიერი ცხოველი რომელი არისო. კახელი უპასუხებს: სპილოო. – რატომო? – იმიტომ რომ ვირივით ჯანი აქო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №3

17-23 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

შეუცნობელი

რა მინიშნებები გვიწინასწარმეტყველებს ბედნიერ მომავ...