ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეკითხვა ასტროლოგს

№53

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 07.01

რა ახდენს ბედზე გავლენას
დაკოპირებულია

„თბილისელების“ შეკითხვებს ასტროლოგი პასუხობს:

❓კითხვა: დავიბადე 1983 წლის 13 ივნისს, დღის 12 საათზე. რომელი ქვა მომიტანს წარმატებას პირად ცხოვრებაში და რა არის ჩემი კარმული მისია? ასევე, რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან იქნება ჩემთვის სასურველი ქორწინება?

✔️პასუხი: თქვენ „ტყუპების“ ზოდიაქოს ნიშნით ხართ დაბადებული. კარგია ურთიერთობა კირჩხიბის, მერწყულის, სასწორის, ვერძის, ზოდიაქოს ნიშნებთან, მოერიდეთ ტყუპების, თევზებისა და ქალწულის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს. ქვებიდან კი კარგია ზურმუხტი, საფირონი, აკვამარინი, ძოწი, ცირკონი. ეს ქვები სასიკეთოდ წაგადგებათ. რაც შეეხება კარმულ მისიას, თუ მეტად გამოავლენთ ხასიათში ორგანიზებულობას, შეუპოვრობას, მოთმინებას, მიზანსწრაფვას, შრომისუნარიანობას, პრაქტიკულობას და ყაირათიანად დახარჯავთ ფულს, ცხოვრებაში მეტ წარმატებას მიაღწევთ. ასევე, იყავით მიზანდასახული, რათა შეძლოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, ლიდერულ-ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენა. უნდა იყოთ მარტოხელა მებრძოლი. საქმეს მეტი სერიოზულობითა და პასუხისმგებლობით მიუდექით. უნდა იყოთ დიპლომატიური. ურთიერთობების დროს – დემოკრატიული, სხვებსაც დაუტოვეთ თავისუფალი არჩევნის უფლება. იყავით უანგარო მეგობარი, რეფორმატორული სულისკვეთების ადამიანი, დაიცავით ტრადიციები, მაგრამ სადაც საჭიროა, იმპროვიზებულად იმოქმედეთ. ეს თქვენი კოსმიური მისიის შესრულებისთვის მთავარი ფაქტორი და წარმატების მომტანი თვისებებია.

❓ კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1999 წლის 5 მარტს, ღამის პირველის თხუთმეტ წუთზე. გთხოვთ მითხრათ, რა არის მისი კარმული მისია, რომელი პროფესიაა მისთვის სასარგებლო და რომელ ზოდიაქოს ნიშანთან არის სასურველი ქორწინება?

✔️ პასუხი: სასიყვარულო-პარტნიორული ურთიერთობებისთვის მისთვის კარგია შემდეგ ნიშნებთან ურთიერთობა: თევზები, კურო, კირჩხიბი, მორიელი. მეტი სიფრთხილე გამოიჩინოს თხის რქის, მშვილდოსნის და ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებთან. მისი კოსმიური მისია კი არის ის, რომ გამოავლინოს დადებითი თვისებები, იყოს ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისუნარიანი, პრაქტიკული. ფულის ზომიერად მხარჯველი. ეს მისი წარმატების გარანტია. ასევე, უნდა იყოს ერთგული და გარშემოც ერთგული ადამიანები შემოიკრიბოს. იყოს ფრთხილი, წინდახედული, მაქსიმალურად მოაწესრიგოს თავისი ცხოვრება, სამსახური, ოჯახი, სამეგობრო წრე. დაეყრდნოს ინტუიციას, შეძლოს საკუთარი საიდუმლოს დაცვა. ასევე, დაეყრდნოს დიპლომატიას. წარმატების მომტანი პროფესიებია: პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, სასტუმროების ბიზნესი ან შემოქმედება, საქველმოქმედო საქმიანობა, ფოტოგრაფია, უძრავი ქონების ბიზნესი, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, საარქივო, სამუზეუმო, საბიბლიოთეკო საქმე, საკონდიტრო ინდუსტრია ან ბიზნესი, სამეცნიერო-კვლევითი საქმე, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმე. თუ წინაღობებს გადალახავს, წარმატება ელის პედაგოგიკისა და მშენებლობის დარგში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №3

18-24 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის ჰოროსკოპი: 18-24 იანვარი