ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეკითხვა ასტროლოგს

№17

ავტორი: „თბილისელები“ 11:00

კვირის ჰოროსკოპი
დაკოპირებულია

კითხვა: ჩემი და დაიბადა 2002 წლის 18 ივლისს, ღამის 2 საათსა და 24 წუთზე. არაფერში არ უმართლებს. იქნებ ამიხსნათ, რატომ და რა არის მისი უიღბლობის მთავარი მიზეზი?

პასუხი: ძნელია იმის თქმა, რატომ არ უმართლებს, რადგან ამის დასადგენად პირადი ასტროლოგიური რუკის გაკეთებაა საჭირო – ეს ზუსტად მოგვაწვდის მისი უიღბლობის მიზეზს, თუ რის გამო ისჯება და არ უმართლებს. ჩემი მხრიდან ვურჩევ, გამოავლინოს დისციპლინა, ორგანიზებულობა, შეუპოვრობა, მიზანსწრაფულობა, მოთმინება, შრომისუნარიანობა, ნებისყოფა, პრაქტიკულობა, ფულის ყაირათიანი ხარჯვა და გადანაწილება. გარდა ამისა, უნდა იყოს მარტოხელა მებრძოლი. საქმეს მიუდგეს მეტი სერიოზულობით და გამოავლინოს პასუხისმგებლობა. ეს თვისებები წარმატებებში შეუწყობს ხელს. მაგრამ, თუ ამ თვისებებს არ ან ვერ ავლენს, ან სათანადოდ არ იწუხებს თავს, მაშინ ცხადია, ის უკვე შედის კოსმიური დასჯის სისტემის ზეგავლენის ქვეშ, რომელიც მას პრობლემებსა და უსიამოვნებებს უქმნის ცხოვრებაში.

კითხვა: ვარ მამაკაცი. დავიბადე 1979 წლის 2 ივნისს, დაახლოვებით დილის 7 საათზე. რა არის ჩემი კარმული მისია და ჩემი დაბადების მომენტში რომელ ზოდიაქოში იყო მთვარე?

პასუხი: მთვარე თქვენი დაბადების მომენტში იმყოფებოდა მშვილდოსნის ზოდიაქოში. თქვენი კარმული მისია კი გახლავთ ის, რომ ხასიათში გამოავლინოთ შემდეგი თვისებები: იყავით მშვიდობის მტრედი – სადაც შეხვალთ, შეიტანეთ სიმშვიდე, ჰარმონია, სილამაზე და არა აგრესია და დეპრესია. იყავით მეტად აქტიური, ენერგიული, კომუნიკაბელური. დაეყრდენით ცოდნის ბაზას, ოპტიმიზმს, კეთილშობილებას. იმავდროულად, უნდა შეგეძლოთ შუამავლის ფუნქციის შესრულება პიროვნებებსა და ორგანიზაციებს შორის. ეს ყოველივე ხელს შეუწყობს თქვენი კარმული მისიის შესრულებას და დაგეხმარებათ წარმატებების მიღწევაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი