ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეკითხვა ასტროლოგს

№16

ავტორი: „თბილისელები“ 10:00

კვირის ჰოროსკოპი
დაკოპირებულია

კითხვა: დავიბადე 2001 წლის 22 ნოემბერს, დღის 2 საათსა და 40 წუთზე. გთხოვთ მითხრათ, რა არის ჩემი კარმული მისია, რომელ უცხო ქვეყანაში მელის წარმატება, ასევე, რომელ პროფესიებში გამიმართლებს უფრო მეტად და რომელ ზოდიაქოს ნიშანთან არის სასურველი ჩემი ქორწინება?

პასუხი: თქვენი კოსმიური მისია არის ის, რომ იყოთ გონებამახვილი, კომუნიკაბელური, იმავდროულად – ოპტიმისტი. უნდა დაეყრდნოთ ცოდნის ბაზას, პატივი სცეთ ტრადიციებს, შეგეძლოთ სპონტანური იმპროვიზაციები, ორიგინალური თვითგამოხატვა, არასტანდარტული მოქმედებები. დაეყრდენით დიპლომატიას და ინტუიციას, ნუ გათქვამთ საიდუმლოს, მოაწესრიგეთ საოჯახო და სანათესაო ურთიერთობები. სადაც შეხვალთ, შეიტანეთ სიმშვიდე და ჰარმონია და არა პირიქით – დეპრესია, აგრესია. მეტად დაეყრდენით დემოკრატიულ პრინციპებს. ეს თქვენი სწორი ევოლუციური გზა და წარმატების მომტანი ფაქტორებია. სასიყვარულო პარტნიორული ურთიერთობებისთვის თქვენთვის მისაღებია კირჩხიბის, თევზების, ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები. ფრთხილად იყავით თხის რქასთან. პროფესიებიდან კი კარგია და მისაღები: სცენარისტობა, დრამატურგია, რეჟისურა, კომპიუტერული ტექნოლოგიები, პროგრამული სისტემები, მობილური და ვიდეოსისტემების ბიზნესი ან შემოქმედება, სამეცნიერო კვლევითი საქმე, ტექნიკა-მექანიკა, საკონსტრუქტორო, საგამომგონებლო საქმიანობა, ქორეოგრაფია, სოციოლოგია, ავიაციის ბიზნესი ან შემოქმედება, ჟურნალისტიკის ფართო სპექტრი, საინჟინრო საქმიანობა, გაზის ბიზნესი, ისტორია, არქეოლოგია, ეთნოგრაფია, სასტუმროების ან საბავშვო ბაღების ბიზნესი, შემოქმედება, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი. თუ ბარიერებს გადალახავთ, წარმატება გელით შემდეგ სფეროებში: საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო საქმე. უცხოეთი თქვენი კოსმიური მისია არ არის, მაგრამ იქ ძალების მოსინჯვა ღირს. ქვეყნებიდან თქვენთვის მისაღებია: რუსეთი, პოლონეთი, შვედეთი, ჩილე, კოლუმბია, სამხრეთ აფრიკა, სლოვაკეთი, ეთიოპია, კანადა, ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთი მხარე, ჰოლანდია, პარაგვაი, შოტლანდია, საფრანგეთიდან შამპანის პროვინცია, ინდოეთი, ჩინეთი, ნეპალი, უზბეკეთი და ტაჯიკეთი. უპირატესობა სწორედ ამ ქვეყნებს მიანიჭეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი