შეკითხვა ასტროლოგს
ავტორი: „თბილისელები“ 11:00

კითხვა: დავიბადე 1998 წლის 17 იანვარს, დილის საათებში. გთხოვთ მითხრათ, რა არის ჩემი კარმულ-კოსმიური მისია?
პასუხი: თქვენი კარმულ-კოსმიური მისიაა ისეთი თვისებების წინა პლანზე წამოწევა, როგორიცაა ორგანიზებულობა, შეუპოვრობა, დისციპლინა, მიზანსწრაფულობა, შრომისუნარიანობა, მოთმინება, ნებისყოფა, ფულის ყაირათიანი ხარჯვა და გადანაწილება, მებრძოლი სულისკვეთების გამოვლენა, დამოუკიდებელი მოქმედება. საქმეს მიუდექით მეტი პასუხისმგებლობითა და სერიოზულობით. დაიცავით ადათ-წესები და ტრადიციები, იყავით ერთგული ახლობლების მიმართ და გარშემოც ერთგული ადამიანები შემოიკრიბეთ, პატივი ეცით უფროსებს. იყავით ფრთხილი და წინდახედული. მოაწესრიგეთ როგორც საქმიანი, ისე ოჯახური ურთიერთობები. ეს თქვენი კარმული მისიაა და წარმატების მომტანი ფაქტორებია ცხოვრებაში.
კითხვა: დავიბადე 2002 წლის 10 ივლისს, დილის 9 საათსა და 47 წუთზე. რომელი პროფესიებია ჩემთვის მისაღები და წარმატების მომტანი?
პასუხი: თქვენთვის კარგი და წარმატებების მომტანი შემდეგი პროფესიებია: პოლიტიკის ფართო სპექტრი, საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო საქმიანობა, მედიცინა, პედაგოგიკა, ლინგვისტიკა, სოციოლოგია, ჟურნალისტიკა, პრესა, ტელევიზია, რადიო, სარეკლამო, საგამომცემლო საქმიანობის ფართო სპექტრი, სამართალდამცავი ორგანოები, სამხედრო სტრუქტურები, უშიშროების სფერო, მშენებლობა, არქიტექტურა, საინჟინრო საქმიანობა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან