ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეკითხვა ასტროლოგს

№15

ავტორი: „თბილისელები“ 13:00

ზოდიაქოს ნიშნები
დაკოპირებულია

კითხვა: დავიბადე 1988 წლის 10 აგვისტოს, დღის პირველის ნახევრიდან პირველ საათამდე. საქართველოში ცხოვრება ვერ ავაწყვე, უიღბლობა მდევს თან. მაინტერესებს, უცხოეთში თუ გამიმართლებს და კონკრეტულად, რომელი ქვეყანაა ჩემთვის წარმატებული?

პასუხი: უცხოეთი თქვენი კარმული მისია ან დიდი წარმატებების მომტანი არ არის, თუმცა, იქ ძალების მოსინჯვაც შეგიძლიათ. ის თქვენთვის საშუალოა. ქვეყნებიდან კი კარგია: გერმანია, იაპონია, ხორვატია, ინდოეთის დასავლეთი ნაწილი, ლიტვა, საბერძნეთი, ესპანეთის ანდალუზიის მხარე, კუნძული კრეტა, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ვირჯინიის შტატი, შვეიცარიის ჩრდილოეთი მხარე, თურქეთის დასავლეთი ნაწილი, ბელორუსია. ასევე, ორმოცდაათი-ორმოცდაათზეა წარმატება-წარუმატებლობის შანსი შემდეგ ქვეყნებში: ინგლისი, დანია, ალასკა, კორეა, ავსტრალია, ვენესუელა, ყაზახეთი, შვეცია, ლაოსი, სინგაპური, მალაიზია, ჩინეთის აღმოსავლეთი მხარე.

კითხვა: ჩემი გოგონა დაიბადა 2003 წლის 27 მაისს, დილის 9 საათზე. რომელი პროფესია იქნება მისთვის მისაღები და წარმატებების მომტანი?

პასუხი: მისი კარმული მისია უკავშირდება უცხოეთს, ამიტომ ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ. პროფესიებიდან კი კარგია ტურიზმი, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან შემოქმედება, სპორტის ფართო სპექტრი, პოლიტიკა, პროფესიონალური დიპლომატია, იურისპრუდენცია, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ქორეოგრაფია, ფოტოგრაფიის ხელოვნება ან ბიზნესი, სამოდელო სფერო, დიზაინი, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა, სადალაქო ინდუსტრია, საკონდიტრო სფერო. თუ ბარიერებსა და წინაღობებს გადალახავს, წარმატებები ელის სოციოლოგიის სფეროშიც.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი