ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეკითხვა ასტროლოგს

№11

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 21.03

კვირის ჰოროსკოპი
დაკოპირებულია

კითხვა: დავიბადე 1988 წლის 5 დეკემბერს, დილის 6 საათსა და 35 წუთზე. მინდა უცხოეთში გამგზავრება და იქნებ, მირჩიოთ, ჩემთვის რომელი ქვეყანა ჯობია და ასევე, ზოდიაქოს რომელი ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან მელის მშვიდი და ჰარმონიული ოჯახური თანაცხოვრება?

პასუხი: თქვენთვის მისაღებია ურთიერთობა თხის რქის, მორიელის, ლომის, სასწორის, მერწყულისა და ვერძის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებთან. უცხოეთიდან კი კარგია მექსიკა, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ბულგარეთი, ისლანდია, საბერძნეთი, ჩინეთის სამხრეთი ნაწილი, მაკედონია, ირლანდია, უკრაინა, კვიპროსი, პოლონეთი, შვეიცარიის აღმოსავლეთი ნაწილი, მოლდავეთი, არგენტინა, ესტონეთი, ფინეთი, ლატვია, ისრაელი.

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1997 წლის 9 დეკემბერს, ღამის 2-ის ნახევარზე. უნდა უცხოეთში წასვლა და მუშაობა. ასტროლოგიური კუთხით, ამ თვალსაზრისით, რომელი ქვეყნებია მისთვის მისაღები?

პასუხი: უცხოეთი მისთვის დიდი წარმატებების მომტანი არ არის. თუმცა, იქ წასვლა და ძალების მოსინჯვა, ნამდვილად ღირს. ქვეყნებიდან კარგია, ინგლისი, დანია, ავსტრალია, შვედეთი, ყაზახეთი, სინგაპური, მალაიზია.

კითხვა: დავიბადე 1985 წლის 5 მაისს, დილის 8 საათსა და 40 წუთზე. მინდა, უცხოეთში ვცადო ბედი და რომელი ქვეყნებია ჩემთვის მეტად მისაღები?

პასუხი: გეტყვით იმას, რომ თქვენი კარმულ-კოსმიური მისია სწორედ უცხოეთს უკავშირდება. ამიტომ, იქ გამგზავრება და ძალების მოსინჯვა თქვენთვის აუცილებელია. ქვეყნებიდან კი ასტროლოგიურად თქვენთვის მისაღებია: ინგლისი, ავსტრალია, დანია, შვედეთი, ყაზახეთი, ვიეტნამი, ლაოსი, სინგაპური, მალაიზია, ჩინეთის აღმოსავლეთი ნაწილი, საფრანგეთის სამხრეთი, სერბეთი, სლოვენია, ესპანეთი და პორტუგალია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული