ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რომელ წლებში დაბადებული ადამიანები ითვლებიან იდეალურ მეორე ნახევრად

№41

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 20.10, 2021 წელი

კვირის ჰოროსკოპი
დაკოპირებულია

დაოჯახება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ადამიანის ცხოვრებაში. ქორწინებაში გამართლება კი მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, კერძოდ: დაბადების დღეზე, საათზე, წელზე, ეროვნებაზე, განათლებაზე, საგვარეულო ტრადიციებზე. მაგრამ, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია მეუღლეთა დაბადების წელი. სწორედ, ის განსაზღვრავს ცოლქმრული ურთიერთობის განვითარების ძირითად მიმართულებებს.

დასავლური ასტროლოგია ადამიანის განზრახვებზე აგებს პასუხს, აღმოსავლური კი – მის შესაძლებლობებზე. ზოგადად, ასტროლოგიის დანიშნულებაა, დაეხმაროს ცოლ-ქმარს ჰარმონიული ურთიერთობის მიღწევაში. ის გვასწავლის, რომ არ შეიძლება, ადამიანისგან მოითხოვო ის, რაც არ შეუძლია ან არ ესმის. შესაბამისად, უნდა დააფასო ის, რაც აქვს, ანუ რაც წილად ერგო კოსმოსისგან დაბადების თვისა და წლის მიხედვით.

„ვეფხვის“, „ცხენისა“ და „ძაღლის“ წელიწადში დაბადებულები აღიქმებიან, როგორც ძლიერები და კეთილშობილები; „ვირთხის“, „გველეშაპისა“ და „მაიმუნის“ წელიწადში დაბადებულები – როგორც უცნაურები; „კატის“, „თხისა“ და „ტახის“ წელიწადში დაბადებულები – როგორც მშვიდები, ფლეგმატურები; ხოლო „ხარის“, „გველისა“ და „მამლის“ წელიწადში დაბადებულნი კი – როგორც ენერგიულები და მეომრის სულისკვეთების მქონეები. ამის მიხედვით კი, რამდენიმე ჯგუფი არსებობს.

სიყვარულის შემოქმედი, ანუ ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ „ვირთხის“, „გველეშაპისა“ და „მაიმუნის“ წლებში - უცნაური, მოუსვენარი ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ. ისინი ვერ თავსდებიან საზოგადოებისთვის მისაღებ ჩარჩოებსა და ნორმებში. ამ ნიშნების წარმომადგენლები კარგი მასწავლებლები არიან სიყვარულში. გრძნობა, რომელიც არ ემორჩილება არც გონებას და არც ცხოვრებისეულ გამოცდილებას, ემონება ამ ჯგუფის ადამიანებს, რომლებიც არასდროს ხელმძღვანელობენ საღი აზრით ან მკაცრი ლოგიკით. მათ ძალუძთ, უყვარდეთ მთელი მსოფლიოს საპირისპირო სქესის წარმომადგენლები ერთად ან მხოლოდ ერთადერთი. მათთვის არ არსებობს ცივი ან ამოუცნობი ადამიანი და არასდროს აქცევენ ყურადღებას თავიანთი რჩეულის ასაკს, ეროვნებას და გარეგნობას. მათ ყველაზე კარგად ესმით, რომ სიყვარული, სადაც ორი ადამიანი ერთ მთლიანობად იქცევა, მოითხოვს არა შეზღუდვებს, არამედ თავისუფლებას. ამ, ეგრეთ წოდებულ, სიყვარულის ნიშნების ჯგუფში შემავალ ადამიანებს, რეალურ ცხოვრებაში, უჭირთ ორიენტირება. თუმცა ნებისყოფის წყალობით, ადვილად აგვარებენ სირთულეებს. ამ ნიშნით დაბადებული მშვიდია, საკუთარ ნებას აუღელვებლად ახორციელებს. ხშირად ისინი უნებისყოფო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებენ.

მბრძანებელთა ჯგუფი, ანუ „ვეფხვის“, „ცხენისა“ და „ძაღლის“ წელიწადში დაბადებულები – ბევრად უკეთ ერკვევიან ცხოვრებისეულ საკითხებში, ვიდრე საკუთარ სასიყვარულო ურთიერთობებში. ასეთ ადამიანებთან ქორწინებისას იოლი ცხოვრების გარანტიას ვერავინ მოგცემთ. მაგრამ გასათვალისწინებელია მათი უსაზღვრო პასუხისმგებლობა, რაც სასიკეთოდ მოქმედებს ოჯახურ ურთიერთობაზე. ამ ნიშნებისთვის დამახასიათებელია რომანტიკული სიყვარული. მათთვის საპირისპირო სქესი მუდმივად ამოცანაა. ხშირად ცდილობენ, „გადააკეთონ“ თავიანთი რჩეულები და საოცნებო იდეალს დაამსგავსონ. მათი სასიყვარულო გზა დანაკარგებითა და იმედგაცრუებით არის სავსე.

რაინდების ჯგუფი, ანუ „ხარის“, „გველისა“ და „მამლის“ წლებში დაბადებულები – მათთვის დამახასიათებელია მკაცრი გამოხედვა. დაუშვებელია მათი გადაჭარბებული ქება ან კრიტიკა. მათ თავის გამოჩენა ნებისმიერ სფეროში შეუძლიათ. ისინი, როგორც წესი, არასდროს არიან გულგრილნი საპირისპირო სქესის მიმართ, განსაკუთრებით კი არაორდინარული ადამიანები მოსწონთ. რჩეულს აღმერთებენ, სანაცვლოდ კი ერთგულებასა და სითბოს ითხოვენ. მუდმივ ძიებაში არიან, ამიტომ ქორწინების შემდეგაც საჭიროებენ მეუღლისგან მხარდაჭერას და სიყვარულს.

ფლეგმატურ ჯგუფში შემავალ ადამიანებს, ანუ „კატის“, „თხის“ და „ტახის“ წლებში დაბადებულებს – განსაკუთრებული შარმი აქვთ. ამ ჯგუფში შემავალი ადამიანები, ნაკლებად ერკვევიან საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა ფსიქოლოგიაში, წვრილმანებში, მაგრამ ცდილობენ, მათი ბუნების შესწავლას. მათ არ ძალუძთ რჩეულს მხურვალე გრძნობები ხანგრძლივად შესთავაზონ, რადგან სიყვარულის ცეცხლით მცირე ხნით ინთებიან. წარმატებასა და პირადი ცხოვრების მოწყობაში მათ სხვათა იდეებისა და გეგმების დამუშავება-გამოყენების უნარი ეხმარებათ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი