ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რას გამოიწვევს პლანეტების მოძრაობა და მათი თანხვედრა ადამიანების ცხოვრებაში და რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ ივნისის თვეში

№22

ავტორი: ნონა დათეშიძე 13:52

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

გაზაფხული საკმაოდ მალე მიიწურა და დადგა ზაფხულის პერიოდი. როგორც ასტროლოგი, მიხეილ ცაგარელი ამბობს, ზაფხულის პირველი თვე, ივნისი, ბევრი ადამიანის ბედ-იღბალს შეცვლის სასიკეთოდ.

– ბატონო მიხეილ, როგორი იქნება ზაფხულის პირველი თვე და რას გვპირდება ივნისის თვე პირად და საქმიან ურთიერთობებში?

– ივნისი, ადამიანთა ბედში ცვლილებებს შეიტანს. მნიშვნელოვანი გეგმები საუკეთესოდ განხორციელდება 4-დან 10 ივნისამდე, აგრეთვე, 17-დან 24 ივნისამდე. პლანეტა მერკური 1 ივნისს კირჩხიბში შევა და იუპიტერის ენერგიებით გაძლიერდება შემოქმედებითი და საქმიანი განწყობა. 9 ივნისამდე პლანეტა ვენერა იუპიტერთან შესახვედრად ემზადება.

ეს სამი პლანეტა შექმნის ცხოვრების ახალ რიტმს და ცვლილებების დაწყებას გამოიწვევს. პლანეტა ვენერა ლომის ზოდიაქოში შედის 13 ივნისს, 13:48 საათზე, რაც კარგია ახალი რომანტიკული ურთიერთობის დასაწყებად.

– სადამდე გაგრძელდება ეს ტენდენცია?

– 21 ივნისს, ზაფხულის მზებუდობისთვის, მზის ახალგაზრდული, მამაკაცური ენერგია კულმინაციას მიაღწევს და დადგება წლის ყველაზე მოკლე ღამე. 18-დან 24 ივნისამდე პერიოდში ენერგიების სასიცოცხლო პოტენციალის მკვეთრ ზრდას იგრძნობთ. 29 ივნისიდან პლანეტების ენერგიები, რეტროგრადიული მერკურისა და ტყუპებში მარსის მოძრაობა, ასევე, 30 ივნისს პლანეტა იუპიტერის ლომის ზოდიაქოში გადასვლა, ხელს შეუწყობს მოქმედებებში გადაჭარბებულ ემოციურობას, განწყობის ცვალებადობას.

– რამდენად ადვილად გასავლელი იქნება სავსე მთვარის პერიოდი, რომელიც თვის ბოლოს უწევს?

– სავსე მთვარე, რომელიც 30 ივნისს დადგება, არც ისე რთული და მძიმე იქნება. რეტროგრადული მერკური 29 ივნისს შეანელებს შეთანხმებებს. 28 ივნისს, 23:30 საათზე, პლანეტა მარსი ტყუპებში, მერკურის რეზიდენციაში შევა. რაც, მიუხედავად დაძაბულობისა, ივლისის პირველ ნახევარში, სასიკეთოდ და საბედისწეროდ შეცვლის ბევრი ადამიანის ცხოვრებას.

– როგორი იქნება ზაფხულის პირველი თვე, კონკრეტული ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის?

– ივნისი ვერძისთვის ძალიან ხელსაყრელი პერიოდია კომუნიკაციების, საქმიანი და პირადი კავშირების გასაძლიერებლად. გაიზრდება ვერძის გავლენა და ავტორიტეტი. 4-დან 9 რიცხვამდე გაადვილდება მიზნის მიღწევა. კარგი პერიოდია გრძელვადიანი პროექტების დასაგეგმად. ოჯახში მოსალოდნელია ბედნიერი მოვლენები, რომანტიკული ურთიერთობის დაწყება.

კურო ენერგიების ნაკლებობას იგრძნობს. ეს თვე საკმაოდ დატვირთულია, ამიტომ მნიშვნელოვანია, დროულად აღიდგინოთ ძალები. 18-დან 24 ივნისამდე პერიოდი საკმაოდ პოზიტიურია. შეძლებთ იდეების რეალიზებას. მოსალოდნელია ხელსაყრელი ცვლილებები.

ტყუპებისთვის ივნისი წლის ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი თვეა. ის ენერგიის, გეგმების, სურვილების განახლებისა და განხორციელების პერიოდია. მოხდება სასიკეთო ცვლილებები. 10-დან 17 ივნისამდე გელით რომანტიკული თავგადასავლები, უჩვეულო შეხვედრები. საქმიანობაში მოერიდეთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს. 25 ივნისიდან ნუ გარისკავთ, გაუფრთხილდით ფინანსებს.

ივნისი კირჩხიბისთვის არასტაბილური პერიოდი იქნება. მოერიდეთ ზედმეტ გულახდილობას და გაასაიდუმლოეთ გეგმები. 10-დან 17 ივნისამდე მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი ხარჯები. 18-დან 24 ივნისამდე კი საკმაოდ ხელსაყრელი და წამტარებული პერიოდი დგება.

ივნისში ლომი საკმაოდ გააქტიურდება. 10-დან 17 ივლისამდე დადებითი ცვლილებებია მოსალოდნელი. 18-დან 24 რიცხვამდე კი საკმაოდ პოზიტიური პერიოდია, იგრძნობთ ძალების მოზღვავებას. კარგია პაემნები, რომანტიკული მოგზაურობა და საყვარელ ადამიანთან შეხვედრები.

ივნისი საკმაოდ დატვირთული თვეა ქალწულებისთვის. 10-დან 17 რიცხვამდე ნებისმიერი აქტივობა წარმატებულია. შესაძლოა, განვითარდეს საიდუმლო რომანები. მოგებას მოგიტანთ ადრე დაწყებული პროექტები. წარმატებით შეძლებთ ფინანსური პრობლემების გადაჭრას.

დინამიკური ივნისი შესაფერისია სასწორის სულიერი განვითარებისთვის, მოგზაურობისთვის, სამეცნიერო საქმიანობისთვის. 4-დან 9 რიცხვამდე შეძლებთ მიზნების მიღწევას. ასევე, დიდი წარმატება გელით ხელოვნებაში. 10-დან 17 რიცხვებში სიტუაცია ცოტა დაიძაბება. მეტი ყურადღება მაიქციეთ საქმიან პარტნიორებს. მოერიდეთ რისკს. 18-დან 24 ივნისის ჩათვლით პერიოდი კი ხელსაყრელია კონტრაქტის დასადებად, ქორწინებისთვის.

ივნისის დასაწყისში მორიელი იგრძნობს სასიცოცხლო ენერგიის კლებას. იმოქმედეთ დამოუკიდებლად. 18-დან 24 ივნისამდე ხელსაყრელია სტაბილური და გრძელვადიანი საქმიანი ურთიერთობის დამყარება. კარგი დროა სამსახურის შესაცვლელად, ბიზნესში კარგი საფუძვლის ჩასაყრელად.

ივნისი მშვილდოსნისთვის საინტერესო თვეა. შეხვედრების, მოგზაურობის, ცვლილებების დინამიკური პერიოდი. შეიძენს ახალ და გავლენიან ადამიანებს. თვის ბოლოს კი უნდა გაფრთხილდნენ, რადგან იზრდება მოტყუების, ფინანსურ საკითხებში ჩავარდნების ალბათობა.

თხის რქისთვის ივნისი მოუსვენარი და დატვირთული პერიოდია. 4-დან 9 რიცხვამდე შეძლებთ ძველი შეცდომების გამოსწორებას. გაჩნდება შესაძლებლობა, იშოვოთ ფული, მაქსიმალურად გამოიყენოთ თქვენი შესაძლებლობები. ოჯახში მოსალოდნელია სასიამოვნო ცვლილებები. 18-დან 24 რიცხვამდე გაიზრდება ცხოვრებისეული პოტენციალი, იგრძნობთ ძალასა და თავდაჯერებულობას. ხელსაყრელი პერიოდია კონტრაქტებისთვის, ქორწინებისთვის.

ივნისში მერწყული სიყვარულის მეშვეობით ფარულ პოტენციალს გამოავლენს. დრო ძალიან საინტერესო და ორაზროვანია. 4-დან 9 რიცხვამდე შესაძლოა ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განვითარდეს. 10-დან 17 რიცხვამდე მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი ხარჯი. 25 ივნისიდან კი ცოტა პრობლემური პერიოდი იწყება, ამიტომ იყავით ფრთხილად.

ივნისის დასაწყისი თევზების ზოდიაქოში დაბადებულთათვის, ფინანსების მოწესრიგების დროა. ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებებია მოსალოდნელი. გაჩნდება შესაძლებლობა ახალ სამსახურში გადასასვლელად. 18-დან 24 ივნისამდე საკმაოდ პოზიტიური პერიოდია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი