ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რომელი დაავადებები გადაეცემა ადამიანს საგვარეულო ხაზით და რა წვლილი შეაქვს ამ პროცესის შეჩერებაში ოჯახურ ენერგიათა ბალანსს

№22

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00

შეუცნობელი
დაკოპირებულია

რა იცით საგვარეულო ხაზით გადაცემულ დაავადებებზე? - ყველაფერი დნმ-შია ჩაწერილი: განუცდელი ტკივილი, ამოუცნობი ტრავმა თუ გაფლანგული ენერგია, რაც შემდეგში გარკვეული ტიპის დაავადებათა სახით ვრცელდება გვარში და თაობიდან თაობას გადაეცემა. ეზოთერიკოსი ქალბატონის, ნათელა მ-ს ინტერვიუდან შეიტყობთ, რა მიზეზთა გამო ჩნდება დიაბეტი, გაფანტული სკლეროზი, გულ-სისხლძარღვთა, საყრდენ-მამოძრავებელი, კუნთოვანი თუ რეპროდუქციული სისტემების დაავადებები, ფსიქიკური პრობლემები საგვარეულო სენი და როგორ შეიძლება მისგან თავის დაღწევა.

- ყველაფერი დნმ-შია ჩაწერილი: განუცდელი ტკივილი, ამოუცნობი ტრავმა თუ გაფლანგული ენერგია და თითოეული მათგანი გარკვეული მნიშვნელობის გაკვეთილია, რომელიც ადამიანს აიძულებს, დაფიქრდეს ცხოვრებაზე, პრიორიტეტებსა და ამქვეყნად მისი მოსვლის არსზე. საგვარეულო ხაზში დაავადებათა მრავალფეროვნება იმაზე მიუთითებს, თუ რა კეთდებოდა არასწორად თაობათა მიერ გვარში, რა პრინციპებსა და უნარებს უგულებელყოფდნენ და რა პრიორიტეტები ირღვეოდა. ეს ყველაფერი განვიხილოთ დეტალურად.

- რა დაავადებებს გულისხმობთ?

- მაგალითად, დიაბეტი მიუთითებს, რომ საგვარეულო ხაზში ბევრი ბოროტება და პრეტენზიაა დაგროვილი, რაც ახალგაზრდა და უფროს თაობათა შორის არსებულ ურთიერთობას ეხება. ეს კი საგვარეულო ენერგიის იერარქიის რღვევაა, რომლის იდეალური მოდელი მამაკაცის ხაზით არის: პირველი, თავად მამაკაცი, შემდეგ მისი საქმე, ამას მოსდევს ცოლი, შვილები და ბოლოს მშობლები და ნათესავები. ქალის ხაზისთვის კი, პრიორიტეტი თავად ქალია, თუმცა მას მოჰყვება ქმარი, შვილები, მშობლები და მხოლოდ ამის შემდეგ - სამსახური. პრიორიტეტების ასეთი განაწილება უზრუნველყოფს, წინაპართა მხარდაჭერასა და ენერგიის ნაკადის თანაბარ გადანაწილებას - თითოეული, ვინც კუთვნილ ადგილს იკავებს, წინაპართა სისტემიდან იღებს ყველაფერს, რაც სჭირდება. უმცროს-უფროსობის ენერგიის ნაკადი შეიძლება დაირღვეს, მაგალითად: როცა ახალგაზრდა არ დგას თავის ადგილას, რადგან მისგან იმაზე მეტს ელიან, ვიდრე შეუძლია; ანდა ზრდასრულებივით ექცევიან ბავშვებს, რაც მათ ადრეულ ასაკში გაზრდას აიძულებს. ენერგეტიკული ბალანსის აღსადგენად კი, საჭირო ენერგიის მოძიება ხდება კონფლიქტის გზით. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ბალანსი ადრე თუ გვიან, ნებისმიერ ფასად აღდგება.

- რაც უფრო მძიმეა საგვარეულო ცოდვები, მით უფრო მძიმეა დაავადებათა ფორმები?

- დიახ, მაგალითად, გაფანტული სკლეროზი მიუთითებს, რომ გენეალოგიური ხე მომაკვდავ მდგომარეობაშია, რადგან მასში დაგროვდა სამყაროსადმი შიში და უნდობლობა, სიყვარულის ნაკლებობა და უსიცოცხლობა. ეს დაავადება ხშირად გვხვდება რეპრესირებულ, საკონცენტრაციო ბანაკებგამოვლილ ან პარტიზანულ რაზმებში მებრძოლებს შორის, როგორც ომის გამოძახილი. კუჭის პრობლემები კი მიუთითებს, რომ გენეალოგიური შტო მრისხანებას, ბრაზსა და სიძულვილს მოუცავს, რის გამოხატვაც რამდენიმე თაობის განმავლობაში ტაბუდადებული იყო. მაგალითად, ქმარი ცუდად ექცეოდა ცოლს, ქალი კი ყველაფერს იტანდა და რისხვასა და სიძულვილს მალავდა. შედეგად, რისხვა კუჭში გროვდება - თითქოს ადამიანს მისი მონელება არ შეუძლია და შინაგანი ორგანოების ჭამას იწყებს. რაც შეეხება ონკოლოგიურ დაავადებებს, მას გენეალოგიურ შტოში ენერგიათა ცვლის დარღვევები იწვევს და მეშვიდე თაობამდეც კი გადადის. პრობლემები ქალის ხაზით დაკავშირებულია მრავლობით სამშობიარო ტკივილზე, ჩვილების დაღუპვისა და საგვარეულოს სხვა წევრებთან წარმოქმნილ ურთიერთობებზე, ანუ ოჯახში ენერგიების სრული დისონანსია. მამრობითი სქესის პრობლემები კი მამაკაცურ და ქალურ ენერგიათა მიმოცვლის დარღვევებზე მიუთითებს. გადავიდეთ კუნთოვანი სისტემის დაავადებებზე, რაც საგვარეულოს დიდი ტკივილის გამოხატულებაა - მკვლელობებისა და მკვლელების გამო ბევრი საბაზისო შიში გაჩნდა გვარში, მაგალითად, როგორიცაა: სიკვდილის, ცხოვრების საყრდენის გამოცლის შიში, სასოწარკვეთა და უიმედობა, საკუთარი თავისადმი რწმენისა და სასიცოცხლო ძალების დაკარგვის შიში, ყოველივე ამის შედეგად კი, შეუძლებელი ხდება საკუთარი შინაგანი საყრდენის შექმნა.

- გულსა და გონებას რა ვნებს?

- თავის ტკივილის, სისხლის მიმოქცევისა და ვენების, გულის პრობლემები თუ სისხლძარღვთა სხვა დაავადებები შედეგია საგვარეულო ხაზში არსებული ფინანსური დანაკარგები, ქონების არასწორი მართვა, მისი გაფლანგვა და ოჯახის დოვლათის განიავება. ჯანმრთელობის ასეთი პრობლემები მიუთითებს, რომ ოჯახში ბევრს შურდა სხვისი სიმდიდრის, დაგროვდა ბრაზი და სიღარიბემ მოიცვა გვარში უმრავლესობა. შედეგად, დაკარგული შემოსავლის შევსება შეუძლებელი გახდა რამდენიმე თაობის განმავლობაში. რეპროდუქციული სისტემის დარღვევა მიუთითებს, რომ საგვარეულო ხაზის უმეტეს ოჯახში ბევრი ბავშვი დაიღუპა სამშობიარო ტრავმის, აბორტის გამო და ეს ყველაფერი ზრდასრული ადამიანების ბრალი იყო. რაც შეეხება ჰორმონულ პრობლემებს, ამის მიზეზია ის, რომ ოჯახში მამაკაცისა და ქალის ენერგიათა ცვლაა დარღვეული. არცერთი არ დგას თავის ადგილას: როლები და პასუხისმგებლობები არეულია, სადაც ქალი ძლიერი, მამაკაცი კი სუსტია. შედეგად, ქალები გახდნენ იძულებულნი, ოჯახის მთელი ტვირთი აეკიდებინათ და არა მხოლოდ ერთი თაობის განმავლობაში. ამან გავლენა მოახდინა მათ დნმ-ზე და, შესაბამისად, მათ ჰორმონულ ბალანსზეც. მივედით სხვადასხვა სიმძიმის ფსიქიკურ დაავადებებამდეც, რაც ასე გავრცელებულია თანამედროვე სამყაროში და უნდა ითქვას, ეს ყოველივე იმის მაჩვენებელია, რომ საგვარეულო ხაზმა შეიძლება შეწყვიტოს არსებობა. მიზეზი კი ისაა, რომ ზედიზედ რამდენიმე თაობაა უკვე, ვერ ასრულებენ სულიერ მისიას, ნაკისრ ვალდებულებებს, მუდმივად ირღვევა ოჯახური იერარქია, არ არსებობს წრფელი რწმენა ღმრთისადმი, სუფევს მხოლოდ სიამაყე და ადამიანი ირგებს ღმერთის როლს ან უარყოფს უმაღლესი ინტელექტის არსებობას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი