ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეკითხვა ასტროლოგს

№22

ავტორი: „თბილისელები“ 12:00

ზოდიაქოს ნიშნები
დაკოპირებულია

კითხვა: დავიბადე 2001 წლის 4 ნოემბერს, დილის 8 საათსა და 15 წუთზე. რა არის ჩემი კარმული მისია, რომელი ქვეყნები და პროფესიებია ჩემთვის მისაღები, რომელ ზოდიაქოს ნიშანთან მელის სასურველი ქორწინება და ზოგადად, რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ წარმატებებს მივაღწიო?

პასუხი: თქვენი კარმული მისიაა, იყოთ მეტად ორგანიზებული, შრომისმოყვარე, შეუპოვარი, დისციპლინირებული, მომთმენი, პრაქტიკული, ფულის ყაირათიანად მხარჯველი. თუ შექმნით სტაბილურ საოჯახო-სანათესაო კავშირს, პატრიოტულად ემსახურებით თქვენს სამშობლოს, დაიცავთ ტრადიციებს, დაეყრდნობით ინტუიციას, ისწავლით ენაზე კბილის დაჭერას და საკუთარი საიდუმლოს დაცვას, იქნებით მშვიდი და ჰარმონიული, ურთიერთობაში გამოიყენებთ დიპლომატიას, დაიცავთ სამართლიანობას, დაეყრდნობით ცოდნის ბაზას, მაშინ თქვენ კარმულ მისიასაც შეასრულებთ და წარმატებებსაც ადვილად მიაღწევთ ცხოვრებაში. პარტნიორულ-სასიყვარულო ურთიერთობებში კი თქვენთვის მისაღებია მშვილდოსანი, თევზები, კირჩხიბი, თხის რქა და ქალწული. არ არის სასურველი ლომის და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებთან ურთიერთობა. პროფესიებიდან თქვენთვის წარმატებულია: საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო საქმიანობის ფართო სპექტრი, ისტორია, გეოლოგია, არქეოლოგია, ეთნოგრაფია, პედაგოგიური მოღვაწეობა ან ბიზნესი, სასტუმროების ბიზნესი, ფოტოგრაფიის ხელოვნება ან ბიზნესი, სალომბარდო საქმიანობა. თუ წინაღობებს და ბარიერებს გადალახავთ, მაშინ თქვენთვის წარმატების მომტანია ასევე: იურისპრუდენცია, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ქორეოგრაფია, დიზაინი, არქიტექტურა, სამოდელო სფერო, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, სადალაქო და საკონდიტრო ინდუსტრია ან ბიზნესი, სოციოლოგია, ფილოსოფიის ფართო სპექტრი. თქვენთვის უცხოეთი კარმული მისია არ არის. პირველ ყოვლისა, თქვენი ადგილი სამშობლოშია. თუმცა, თუ საშუალება მოგეცათ, რაღაც პერიოდი შეგიძლიათ, უცხოეთშიც მოსინჯოთ საკუთარი ძალები. ქვეყნებიდან კი კარგია: ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთი მხარე, ჰოლანდია, ჩრდილო-დასავლეთ აფრიკის ქვეყნები, შოტლანდია, თურქეთი, საფრანგეთის შამპანის პროვინცია, ახალი ზელანდია, ჩინეთი, იტალიიდან ვენეციის მხარე, ნეპალი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, სამხრეთი აფრიკა. თუ ბარიერებს გადალახავთ, მაშინ წარმატებები გელით: ეგვიპტეში, სან-მარინოში, ესპანეთის კატალონიის მხარეში, ტიბეტში, მონაკოში, ლატვიაში, ეთიოპიაში, ჰავაის კუნძულებზე, გვატემალასა და ავსტრიაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი