ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეკითხვა ასტროლოგს

№23

ავტორი: „თბილისელები“ 12:00

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი
დაკოპირებულია

კითხვა: დავიბადე 1993 წლის 19 აგვისტოს, დღის 1 საათსა და 50 წუთზე. რომელ ზოდიაქოს ნიშანთან მექნება ბედნიერი თანაცხოვრება?

პასუხი: თქვენთვის სასურველ პარტნიორად და ბედნიერი თანაცხოვრებისთვის მისაღებია ურთიერთობა მშვილდოსანთან, ქალწულთან, ვერძთან, ტყუპებთან.

კითხვა: დავიბადე 1998 წლის 31 დეკემბერს, დღის 5 საათზე. რომელი პროფესიაა ჩემთვის მისაღები და წარმატების მომტანი?

პასუხი: თქვენთვის მისაღები და წარმატების მომტანი პროფესიებია: პლასტიკური ქირურგია, სტომატოლოგია, სამასაჟო საქმე, ორგანიზატორული და ადმინისტრაციული საქმიანობა სახელმწიფო სტრუქტურებში, საიუველირო საქმე და ბიზნესი, დიზაინი, მოდელირება, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური სფერო, იურისპრუდენცია, სადალაქო საქმე ან ბიზნესი, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო საქმე, გასართობი ინდუსტრია, ხელოვნება, საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო საქმე, პოლიტიკის ფართო სპექტრი, უშიშროების სფერო, მშენებლობა, საინჟინრო საქმე, პედაგოგიური მოღვაწეობა.

კითხვა: დავიბადე 2009 წლის 13 აგვისტოს, დღის 2 საათსა და 15 წუთზე. რომელ პროფესიაში მელის წარმატება და რომელი ასტროლოგიური ქვა მომიტანს წარმატებებს პირად ცხოვრებასა და კარიერაში?

პასუხი: პროფესიებიდან თქვენთვის მისაღები და წარმატების მომტანია: დრამატურგია, სცენარისტობა, რეჟისურა, სამეცნიერო კვლევა, საკონსტრუქტორო, საგამომგონებლო, ტექნიკა-მექანიკის ფართო სპექტრი, ასტრონომია, ასტროლოგია, საავიაციო ბიზნესი და შემოქმედება, სოციოლოგია, კომპიუტერული პროგრამები, აუდიო, მობილური, ვიდეოსისტემების ბიზნესი ან შემოქმედება, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, საგამომცემლო, სარეკლამო საქმიანობა, ეთნოგრაფია, ისტორია, არქეოლოგია, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, ხელოვნების ფართო სპექტრი, პედიატრია, პედაგოგიკა, სავაჭრო, საფინანსო ეკონომიკური საქმიანობა. ქვებიდან კი თქვენთვის კარგია: ზურმუხტი, ტოპაზი, აკვამარინი, საფირონი, ცირკონი, ძოწი, ბრილიანტი, მთის ბროლი, ქარვა, სარდიონი და სარდონიქსი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი